მზარდი მოთხოვნა და ტურისტული ინტერესი - როგორ ვითარდება LisiWine-Meskhishvili Winery და რა გეგმები აქვს კომპანიას
LisiWine-Meskhishvili Winery არის თბილისთან ახლოს მდებარე ქართული საოჯახო მეღვინეობა და აგრო-სასტუმრო/ტურისტული სივრცე, რომელიც აერთიანებს ღვინის წარმოებასა და ეთნო-სარესტორნო გამოცდილებას. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, LisiWine-Meskhishvili Winery-ის თანადამფუძნებელს, მარიკა ჯანელიძეს ესაუბრა.

„ყოველწლიურად ჩვენი ობიექტი სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. განვითარების მიმართულებით, სარესტორნო და სადღესასწაულო სივრცის პარალელურად, დავამატეთ მასტერკლასების ფორმატი.
მასტერკლასები დიდი მოთხოვნითა და მოწონებით სარგებლობს, სკოლის მოსწავლეებში და ეთნო-ტურის ფორმატში მიმდინარეობს. ბავშვები ეცნობიან ტრადიციულ ოდას, სტუმრობენ მარანს, ათვალიერებენ ქვევრებს, სწავლობენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ეცნობიან ძველ ქართულ საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებს. პროგრამა კი სრულდება მასტერკლასით, რომელიც მხიარულ და ინტერაქტიულ გარემოში მიმდინარეობს.

რაც შეეხება სარესტორნო მიმართულებას, ის უცვლელად აგრძელებს მუშაობას - ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და მარნის ღვინის სინთეზი კვლავაც მაღალი მოთხოვნითა და მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩევა“, - აცხადებს მარიკა ჯანელიძე.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ობიექტზე ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება.
„გარე სივრცე განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად - სტუმრების უმეტესობას ურჩევნია ღია სივრცეში განთავსება, რაც ჩვენს ობიექტზე სრულიად შესაძლებელია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენი სივრცე ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველია. თბილისთან ახლოს მდებარეობა - დაახლოებით 5 წუთი ლისის ტბიდან და 20 წუთი ქალაქის ცენტრიდან განსაკუთრებით კომფორტულია იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც მოკლე დროით იმყოფებიან საქართველოში და შორ მანძილზე გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში მათ ეძლევათ შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაეცნონ მეღვინეობას, დაათვალიერონ მარანი, შეისწავლონ ქართული კულტურა, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო.

სარესტორნო მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანაა უკვე დაწყებული პროცესების ხარისხიანად და სტაბილურად გაგრძელება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ქორწილების მიმართულებით, ასევე აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში. მოგეხსენებათ, ობიექტზე ორი სივრცე გვაქვს - ერთი სადღესასწაულო დარბაზი და მეორე ყოველდღიურ სტუმრებზე ორიენტირებული დარბაზი, რაც საშუალებას გვაძლევს ორივე სეგმენტს სრულად მოვემსახუროთ“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

სხვა სიახლეები
ზრდადი ანაბარი მიკრობანკი “კრისტალისგან” - დაზოგე თანხა მარტივად, მაღალი სარგებლით
28.05.2026.11:05
თანხების ეფექტიანად განკარგვას, ფინანსურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თანამედროვე ადამიანები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. პოპულარული ხდება დაზოგვის კულტურა და ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციებიც. პროფესიონალების პირველი რჩევა ასეთია: შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, ყოველთვიურად მინიმუმ 5% მაინც დაზოგეთ და ეს გონივრული ჩვევა ცხოვრების ნაწილად აქციეთ. ამგვარად ფინანსურ მიზნებს ბევრად მარტივად მიაღწევთ.
რა თქმა უნდა, სპეციალისტები, რეკომენდაციებთან ერთად, დაგროვებისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებსაც გვიზიარებენ. მათ შორისაა ანაბარიც — საბანკო პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური, ეფექტიანი და სანდო შესაძლებლობაა, რათა ადამიანმა გადანახული თანხისგან გარკვეული სტაბილური შემოსავალი მიიღოს და სულ ჰქონდეს იმედი, რომ მისი დანაზოგი უსაფრთხოდ შეინახება.
რა არის ზრდადი ანაბარი
ზოგადად ანაბარი წარმოადგენს ბანკში გარკვეული დროით განთავსებულ თანხას, რომელსაც პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი ერიცხება. სარგებელი და პირობები განსხვავებულია პროდუქტის მიხედვით: ყველა დეტალი წინასწარ განისაზღვრება ხელშეკრულებით,
არსებობს ვადიანი, ზრდადი და შემნახველი ანუ მოთხოვნამდე ანაბრები, თუმცა თანხის მოქნილად დაგროვებისთვის ოპტიმალური და მომგებიანი არჩევანი ზრდადი ანაბარია. ეს პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგროვება მინიმალური თანხით დაიწყოს, შემდეგ კი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თუნდაც მცირე შენატანები პერიოდულად დაამატოს და დანაზოგი მარტივად გაზარდოს.
ამ სპეციფიკის გამო, ზრდადი ანაბარი ხშირად ბევრი ადამიანისთვისაა დაგროვების სტიმული და ის ეფექტიანი სტარტია, რომელიც დროთა განმავლობაში დაზოგვის კულტურას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს.
რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა მიკრობანკი „კრისტალის“ ზრდადი ანაბარი
„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა უფასოდ, ლარში, აშშ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი. მისი მინიმალური თანხა 10 ერთეულია შესაბამის ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის დაგროვების დაწყება, მაგალითად, 10 ლარით, 10 აშშ დოლარით ან 10 ევროთია შესაძლებელი. მერე კი, ანაბრის მოქმედების პერიოდში, მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი თანხა ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერ დროს დაამატოს და დანაზოგის გაზრდაზე მუდმივად იზრუნოს.
„კრისტალის“ ზრდადი ანაბარი გამორჩეულია ფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთითაც, რომელიც ბაზარზე არსებულ სარგებელს მინიმუმ 1,5%-ით აღემატება და ვადის ბოლომდე უცვლელი რჩება. ამას გარდა, ლარში ეფექტური 11,35%-მდეა, დოლარში — 4,40%-მდე, ევროში კი — 3.25%-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი დამატებითი თანხის შეტანის შემდეგ ეს სარგებელი უკვე გაზრდილ ძირითად თანხას ერიცხება. ანაბრის ძირისა და დარიცხული სარგებლის გატანა მომხმარებელს უფასოდ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის ბოლოს შეუძლია.
ზრდადი ანაბრის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარს ან აშშ დოლარში ან ევროში მის ეკვივალენტს შეადგენს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, ზედა ზღვარი იმ ოფიციალური კურსით ითვლება, რომელიც ანაბრის გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იქნება დადგენილი. აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბარზეც თანხის დამატება მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობითაა შესაძლებელი.
„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა მინიმუმ 3 თვით და მაქსიმუმ 24 თვითაა შესაძლებელი. პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა მიკრობანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართოს. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ციფრული არხების განვითარებაზე, რათა ზრდადი ანაბრის გახსნა დისტანციურადაც იყოს შესაძლებელი. ანაბრის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია ბმულზე >>>
ზოგადად, ანაბრით სარგებლობამდე ყურადღება უნდა მიექცეს ბანკის რეპუტაციას, სტაბილურობასა და გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზრის წამყვანი და დინამიკურად მზარდი კომპანიაა, საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული კულტურა და მომხმარებლებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი. ამას გარდა, 2025 წლიდან, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, „კრისტალი“ ჩართულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტარის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა — მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.