მზარდი მოთხოვნის ფონზე დასავლელი ფერმერი ფართოვდება
West Farmer • დასავლელი ფერმერი, რომელიც პროდუქციას „იმერული გემოს“ ბრენდით ყიდის ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ წერეთელმა განაცხადა, გაზრდილი მოთხოვნის და რეალიზაციის ფონზე კომპანიამ მეფრინველეობის ფერმის გაზრდა გადაწყვიტა და ახალ ფერმას 500 კვ/მ-ზე აშენებს. ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია და მისი მშენებლობა 2-3 თვეში დასრულდება.
თუმცა მანამდე ვიდრე კომპანია გაფართოვდება და ბაზარს მეტ კვერცხს და ქათმის ხორცს მიაწვდის, „დასავლელი ფერმერის“ პროდუქცია extra.ge-ზე იყიდება.
„extra.ge-ზე ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა იმიტომ, რომ ხარისხი გაქვს ძალიან მაღალი. აღნიშნულო პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 1 თვეა ვიყიდებით და საკმაოდ კმაყოფილები ვართ. იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მეტი მიწოდებაა საჭირო. მოთხოვნა მიწოდებას ასწრებს. ხალხმა გაიცნო ჩვენ პროდუქცია და დარწმუნდა იმაში, რომ მაღალ ხარისხიან პროდუქტს ვაწვდით“, - აღნიშნა ზურაბ წერეთელმა.
„დასავლელი ფერმერის“ დირექტორის მოადგილის თქმით, „იმერული გემო“ ამ დროისათვის წარმოდგენილია სუპერმარკეტების ქსელში: „დეილი“, „ფემილი“ და „გვირილა“.
„დასავლელი ფერმერი“ თბილისში რამდენიმე საფირმო მაღაზიით იყო წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა რითელ სეგმენტში გაზრდი მოთხოვნისა და მიწოდების ფონზე აღნიშნული მაღაზიების დახურვა გადაწყვიტა.
„დასავლელ ფერმერში“ განმარტავენ, რომ კვერცხის და ხორცის რეალიზაციისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი აღდგომა და ახალი წელია.
აღსანიშნავია, რომ „დასავლელი ფერმერი“ ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს, თუმცა შეფუთვა და ბრენდირება კომპანიამ 3 წლის უკან დაიწყო და საცალო ქსელში „იმერული გემო“-ს საფირმო ნიშნით პოზიციონირებს.
იმერეთში, მდინარე წყალწითელას ხეობაში, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ განთავსებული მეფრინველეობის ფერმა „დასავლელი ფერმერი“ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. სამუშაო პროცესის ყველა საფეხური HAACP-ის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.