მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

მზარდი ტვირთბრუნვა და ახალი შესაძლებლობები - როგორ ვითარდება „გიანთი ლოჯისტიკსი“ ცენტრალური აზიის ბაზარზე

news image
mbc image

„გიანთი ლოჯისტიკსი“ გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და სექტორის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც. კომპანია ახორციელებს როგორც სტანდარტული, ასევე არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებას საერთაშორისო მარშრუტებზე.

ჩინეთთან და ევროპასთან ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნები განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულებაა. ტრანსპორტირების გზად კი, ძირითადად სარკინიგზო ან სახმელეთო მარშრუტს ირჩევენ.

„გიანთი ლოჯისტიკსში“ ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე Business Insider Georgia-სთან ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილია მოდებაძემ ისაუბრა.

რატომ ირჩევენ ცენტრალური აზიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები პარტნიორად სწორედ „გიანთი ლოჯისტიკსს“ და რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენს სანდოობას ამ ბაზარზე?

კომპანიები ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორად „გიანთი ლოჯისტიკსს“ ირჩევენ არა ზოგადი გამოცდილების, არამედ პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გამო.

ეს მიმართულება წლების განმავლობაში დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დაიგეგმოს ტრანსპორტირება დასაწყისიდან ბოლომდე, როგორ უნდა შეფასდეს რისკები წინასწარ და როგორ უნდა იმართოს პროცესი ისე, რომ არც ერთ ეტაპზე არ შეფერხდეს.

ჩვენი მთავარი უპირატესობა პროცესის სრული კონტროლი და კომპეტენციაა. ტვირთის გადაადგილების თითოეული ეტაპი წინასწარ არის დაგეგმილი და მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაუთვალისწინებელ რისკებს და უზრუნველყოფს სტაბილურობას ისეთ რთულ მიმართულებაზე, როგორიც ცენტრალური აზიაა.

სწორედ ეს არის „გიანთი ლოჯისტიკსის“ მთავარი უპირატესობა: პროცესის სრული მართვა და ოპერაციების შესრულება სტაბილურად, ზედმეტი რისკებისა და შეფერხებების გარეშე.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა უპირატესობები აქვს „გიანთი ლოჯისტიკსს“, რის გამოც იგი ცენტრალური აზიის მიმართულებით ძლიერი პარტნიორია?

აღსანიშნავია, რომ „გიანთი ლოჯისტიკსს“ წარმომადგენლობითი ოფისები აქვს ყაზახეთსა და უზბეკეთში, რაც საშუალებას გვაძლევს პროცესები ადგილზე ვმართოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ გარე პარტნიორებზე.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სირთულე ადმინისტრაციული ნაწილია: რამდენიმე ქვეყნის გავლით გადაადგილება მოითხოვს საგზაო ნებართვების პროცესის ზუსტ ცოდნას. სწორედ აქ არის გამოცდილება კრიტიკული, რადგან ნებისმიერი ხარვეზი პირდაპირ აისახება ვადებსა და ხარჯებზე.

ფოთში მდებარე „გიანთი ლოჯისტიკსის“ საბაჟო ტერმინალი, თბილისში არსებული ჩვენი საწყობები და საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკი გვაძლევს შესაძლებლობას ლოგისტიკური პროცესის ძირითადი ნაწილი თავად ვმართოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული მესამე მხარეებზე.

რა როლს ასრულებს „გიანთი ლოჯისტიკსის“ ფოთში მდებარე საბაჟო ტერმინალი ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაზიდვებში?

საქართველო დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდია ევროპასა და აზიას შორის და არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ტვირთის მიღება, დამუშავება და გადანაწილება.

ფოთში მდებარე ჩვენი საბაჟო ტერმინალი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ტერმინალზე სრულად ხორციელდება ტვირთის მიღებისა და დამუშავების პროცესი: გადატვირთვა, დაბმა-დამაგრება, აწონვა და დახარისხება. აქვე მიმდინარეობს ტვირთის გაფორმება და ყველა საბაჟო პროცედურა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს და აჩქარებს მთლიან ლოგისტიკურ პროცესს.

ფოთის ოფისი უზრუნველყოფს პროცესის წინასწარ დაგეგმვას და დოკუმენტაციის სისწორეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ შეფერხებები და დამატებითი რისკები. სწორი კოორდინაცია და დროის მართვა კი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლისთვის გადაზიდვა იყოს სწრაფი და გამართული.

ბოლო წლებში აქტიურად დავიწყეთ საწყობების განვითარებაც. ამჟამად, უკვე გვაქვს თბილისთან ახლოს საბაჟო და არასაბაჟო საწყობები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ტვირთები ეფექტურად გავანაწილოთ და შევინახოთ.

რა უპირატესობა აქვს „გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილურ ავტოპარკს ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაზიდვებში?

„გიანთი ლოჯისტიკსის“ მრავალპროფილური ავტოპარკი მნიშვნელოვან ოპერაციულ უპირატესობას ქმნის ცენტრალური აზიის მიმართულებით. კომპანია თავად მართავს გადაზიდვის პროცესს და არ არის დამოკიდებული გარე რესურსებზე, რაც ზრდის სისწრაფეს და ამცირებს შეფერხებების რისკს.

მრავალპროფილური ავტოპარკი გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული ტვირთის სპეციფიკის მიხედვით შევარჩიოთ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება. იქნება ეს სტანდარტული ტენტიანი ტრაილერი, ტემპერატურული რეჟიმის მქონე მისაბმელი, თუ სპეციალიზებული ტექნიკა არაგაბარიტული და მძიმე ტვირთებისთვის, თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ტვირთის მოთხოვნებისა და მარშრუტის თავისებურებების გათვალისწინებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ტვირთის უსაფრთხოებას, ისე გადაზიდვის პროცესის ეფექტურობასა და სტაბილურობას.

ძირითადად რომელი ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებაზეა მოთხოვნა „გიანთი ლოჯისტიკსში“?

ცენტრალური აზიის მიმართულებით შემოსული ტვირთების მოთხოვნა მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას: დიპლომატიურ ტვირთებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ნედლეულს, საკვებსა და საკონდიტრო ნაწარმს, გაყინულ პროდუქციას, ასევე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის განკუთვნილ დანადგარებს და სხვა.

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახიფათო, ე.წ. ADR ტვირთებსაც, რომელთა ტრანსპორტირება განსაკუთრებულ სტანდარტებსა და უსაფრთხოების წესების მკაცრ დაცვას მოითხოვს. „გიანთი ლოჯისტიკსის“ მძღოლები ფლობენ შესაბამის ADR სერტიფიკატებს და აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს ასეთი ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას.

რომელი იყო ყველაზე მასშტაბური გადაზიდვა, რომელიც ამ მიმართულებაზე შეგისრულებიათ?

არაერთი მასშტაბური პროექტი შეგვისრულებია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთში ნავთობის დანადგარების ტრანსპორტირების პროექტი. ასეთი მოცულობის ოპერაციებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა სტანდარტისა და ნორმის მკაცრი დაცვა როგორც მძღოლების, ისე ტექნიკისა და ტვირთის მართვის ნაწილში.

თითოეული სატვირთო ტექნიკურად სრულად გამართულია, ტვირთი წარმოდგენილია სწორად შერჩეული შეფუთვით და დამაგრებულია საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო გადაადგილებას.

ფოთში მდებარე ჩვენი ტერმინალი წარმოადგენს პროცესის ერთ-ერთ მთავარ საკონტროლო პუნქტს, სადაც ხორციელდება ტვირთის სრული დამუშავება, გადამოწმება და თითოეული ეტაპის მონიტორინგი. მძღოლები უზრუნველყოფილი არიან საჭირო აღჭურვილობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებები სრულ შესაბამისობაშია უმაღლეს სტანდარტებთან, იმ დონემდე, რომ ტექნიკური თუ ვიზუალური ხარვეზიც კი დაუშვებელია.

რა განასხვავებს „გიანთი ლოჯისტიკსს“ სხვა ლოგისტიკური კომპანიებისგან ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაზიდვებში?

პირველ რიგში, „გიანთი ლოჯისტიკსს“ გამოარჩევს მაღალი პროფესიული ცოდნა, მრავალწლიანი გამოცდილება და მომსახურების მაღალი ხარისხი, რაც უზრუნველყოფს სწორ და ეფექტურ მიდგომებს თითოეული გადაზიდვისას.

კომპანია სრულად არის ჩართული ტრანსპორტირების პროცესის ყველა ეტაპზე და უზრუნველყოფს ოპერაციების სრულ კონტროლს, დაწყებული დაგეგმვიდან, დასრულებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის დროული მიწოდებით.

ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა აგენტების ფართო ქსელი, რაც „გიანთი ლოჯისტიკსს“ საშუალებას აძლევს უზრუნველყოს კონკურენტული, სტაბილური და ოპტიმალურად მორგებული ფასები სხვადასხვა მიმართულებაზე.

როგორია ცენტრალური აზიის ბაზრის დინამიკა დღეს და როგორ ხედავთ ამ მიმართულების განვითარებას მომავალ წლებში?

ცენტრალური აზიის ბაზარი დღეს ზრდის ეტაპზეა და, როგორც აღვნიშნეთ, ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე მატულობს. მომავალში მოსალოდნელია კიდევ უფრო მაღალი ზრდა და მოთხოვნის მატება, რადგან ქვეყნები აქტიურად ავითარებენ საკუთარ ტრანზიტულ პოტენციალს. შესაბამისად, ეს მიმართულება რჩება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ლოგისტიკის სექტორში.

ამ ფონზე განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა გამოცდილ ლოგისტიკურ კომპანიებზე, როგორიცაა „გიანთი ლოჯისტიკსი“, რომლებიც შეძლებენ რთული და მრავალეტაპიანი ოპერაციების ეფექტურად მართვას. სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოპერაციული გამოცდილება, საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკის ქონა და პროცესების ეფექტური ორგანიზება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

11.08.2026.14:14

თიბისის მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტში, დაბა ბედიანთან სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს 50-ზე მეტ მონაწილესა და სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული ცოცვის განვითარებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას.

თიბისისთვის ცვლილება ახალი შესაძლებლობების შექმნიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას მივცეთ სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ძალებს გამოცდიან, დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებენ. ეს გამოცდილება კი მათ განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, ამავდროულად კი რეგიონებში ახალ ინტერესს, მეტ ჩართულობასა და განვითარების საფუძველს ქმნის.

სპორტული ცოცვის ფესტივალი პირველად 2024 წელს სოფელ ნიქოზში გაიმართა და უკვე ტრადიციად ყალიბდება. ბოლო ორი წელია ფესტივალს ბედიანი მასპინძლობს. ორ დღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების წევრები, მოყვარულები და სპორტული ცოცვით დაინტერესებული ადამიანები. შეჯიბრება სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

პროექტი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციას, არამედ დაბა ბედიანისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათავგადასავლო ბანაკის ცნობადობის გაზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, მეტი ახალგაზრდის ჩართულობასა და სპორტული ცოცვის მიმართ ინტერესის გაზრდას. ამასთან, ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები საკუთარი ძალების გამოცდას, დამოუკიდებლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობენ. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს მათ შესაძლებლობას, საკუთარი ძალები რეალურ გამოწვევებში გამოსცადონ და წინსვლისთვის ახალი ნაბიჯები გადადგან.

„ბედიანის ცოცვის ფესტივალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. „კიდევ ხომ ჩატარდება?“ - ეს არის ის სიტყვები, რომლებიც ახალ ენერგიას მაძლევს, რომ ეს ფესტივალი მრავალი წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. ფესტივალი ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი მეგობრობების ჩამოყალიბებას. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად თავად რეგიონის გარდაქმნასა და ახალი იდეების გაჩენასაც უწყობს ხელს“ - ლაზარე კომახიძე, მეკლდეური და ბედიანის ცოცვის ფესტივალის დამფუძნებელი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა და დამოუკიდებელი, აქტიური ცხოვრების წახალისება 30 წელზე მეტია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი უნარების გამოვლენაში, ახალი გამოცდილების მიღებასა და წინსვლაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა