მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

„მზეთამზე“ მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს - ასორტიმენტს დაემატა პური, რომელიც შედგება 30% ქართული ჯიშის ცეხვილის ხრობლის ფქვილისგან და 70% ჩვეულებრივი თეთრი ფქვილისგან.

„დავამატეთ პური, რომელშიც 100%-დან 30% ფქვილი არის ქართული ჯიშის ცეხვილი ხორბლის ფქვილი და დანარჩენი 70% არის ჩვეულებრივი თეთრი ფქვილი. ასეთ პურს მივეცით მესხური პურის ფორმა, რომელიც პირდაპირ შეფუთვაში დევს და იყიდება არაქსელურ მაღაზიებში. ეს არის მაღაზიები, რომლებიც წარმოადგენენ ,,უბნის" კარგ მაღაზიებს. ვგეგმავთ ამ სეგმენტის ათვისებას ანუ არაორგანიზებული მაღაზიების ათვისებას. ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტულ ფაზაშია და  სადღაც 40-მდე მაღაზიაშია პურის ეს სახეობა წარმოდგენილი, რომელიც მდებარეობს საბურთალოს რაიონში, მაგრამ ვაპირებთ „გაშლას“ და დაფარვის მეტად გაფართოებას.  „გემოვანი“,  საბოლოოდ როგორც მართვის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მწარმოებლებთან ვაფორმებთ შეთანხმებას, ვუკვეთავთ ჩვენივე რეცეპტით და იდენტიფიცირებული ნედლეულით, რაც ნიშნავს რომ ვექტორი მიმართული არის ადგილობრივ ხორბალზე მათ შორის ძველ და ენდემურ ჯიშებზე. წარმოების ტექნოლოგია არის ნატურალური“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი.

კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი ქართული ხორბალია.

„ჩვენ ვიყენებთ ქართულ ხორბალს, რომელიც არის აქ მოყვანილი, მაგრამ მათ შორის არის ძველი და ენდემური ჯიშები. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხორბალს ჰქონდეს პირდაპირ დანიშნულება - მისგან მზადდებოდე სპური და ეს პური იყოს ბაზრის მოკრძალებული პროცენტი. მაგალითად, 5% საწყის ეტაპზე. მნიშვნელოვანია, რომ დანიშნულება ჰქონდეს ამ ხორბალს - ჩვენი მიზანია რომ ფქვილს ჰქონდეს დანიშულება, რომ პირდაპირ იწარმოებოდეს პური, თუნდაც რაღაც პროპორციით. ქართული ხორბალი არის ჩვენთვის მთავარი ამომავალი  წერტილი“, - აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა