მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

მზის ელექტროსადგურების მშენებლობა, ახალი სერვისები და საერთაშორისო პარტნიორობა - როგორ ვითარდება Photomate Caucasus

news image
mbc image

Photomate Caucasus მზის ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობას აფართოებს და მომხმარებლებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობისა და მონიტორინგის მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე, სართიჭალის 7.8 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Photomate Caucasus-ის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს Photomate Caucasus-ს ამ ეტაპზე და როგორ ვითარდება კომპანიის საქმიანობა?

როგორც იცით, წელს Photomate Caucasus-ის საქმიანობას ახალი სერვისები დაემატა - მზის ელექტროსადგურების მშენებლობა და მონიტორინგი. ეს ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია: მომხმარებელს პროდუქტის მიწოდებასთან ერთად უკვე პროექტის განხორციელებასა და სადგურის მოვლა-პატრონობის მომსახურებასაც ვთავაზობთ.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ყველაფერი, რაც მზის ელექტროსადგურისთვის სჭირდება - პროექტირებიდან და ტექნოლოგიების შერჩევიდან მშენებლობამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე. სწორედ ამ მიდგომით ვავითარებთ კომპანიას და ვაძლიერებთ ჩვენს როლს, როგორც პროექტის სრულ ციკლზე პასუხისმგებელი პარტნიორი.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობასაც. Huawei-სა და Astronergy-ს პროდუქტებთან ერთად, HT Italia-ს დიაგნოსტიკური აღჭურვილობა ჩვენი მომსახურებების შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.

რას მოიცავს სართიჭალის მზის ელექტროსადგურის პროექტი და რა ეტაპზეა მისი განხორციელება?

სართიჭალის 7.8 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულებულია. ეს Photomate Caucasus-ისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც ჩვენი გუნდის საინჟინრო და სამშენებლო გამოცდილება გავაერთიანეთ.

ჩვენი ჩართულობა მოიცავდა პროექტირებას, საჭირო აღჭურვილობის მიწოდებასა და მშენებლობას. თანამშრომლობა სადგურის შემდგომ ოპერირებასა და ტექნიკურ მომსახურებასაც მოიცავს, რაც მისი გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

სართიჭალის პროექტი პრაქტიკულად აჩვენებს იმ მიდგომას, რომელსაც ვავითარებთ - მომხმარებელს ვთავაზობთ პროექტის სრულ ციკლს და პასუხისმგებლობას ვიღებთ როგორც მის განხორციელებაზე, ისე შემდგომ მომსახურებაზე. ეს გამოცდილება მყარ საფუძველს გვიქმნის ახალი პროექტების განსახორციელებლად.

რამდენად მნიშვნელოვანია მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულების დამატება კომპანიის საქმიანობაში და რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ახალი მიმართულება?

მშენებლობის მიმართულების განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯია. აღჭურვილობის სწორად შერჩევასთან ერთად, შედეგს განსაზღვრავს ისიც, რამდენად ხარისხიანად არის სადგური დაპროექტებული, აშენებული და როგორ ხდება მისი შემდგომი მომსახურება.

ამ მიმართულების დამატებით მომხმარებელს პროექტის სრულ ციკლს ვთავაზობთ. ეს ამარტივებს სამუშაოების კოორდინაციას და ქმნის პასუხისმგებლობის მკაფიო სისტემას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური და ტექნიკურად რთული პროექტების შემთხვევაში.

ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა, საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობით დაგროვილი ცოდნა და ადგილობრივი გუნდის გამოცდილება უშუალოდ განხორციელებულ პროექტებში გადავიტანოთ. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ სადგურები, რომელთა ხარისხსა და გამართულ მუშაობაზე გრძელვადიანად ვიზრუნებთ.

ოქტომბერში Huawei-ს Global Installer Summit-ში მიიღეთ მონაწილეობა. რა სიახლეებს გაეცანით სამიტზე და როგორ აისახება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე?

21–23 ოქტომბერს ჩვენი გუნდი პარტნიორებთან ერთად ჩინეთში, დონგგუანში, Huawei-ს მე-7 გლობალურ ინსტალატორთა სამიტში მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში განვიხილეთ მზის ენერგეტიკისა და ენერგიის შენახვის სისტემების განვითარების პერსპექტივები, გავცვალეთ პრაქტიკული გამოცდილება და გავეცანით Huawei-ს ტექნოლოგიურ სიახლეებს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო საყოფაცხოვრებო სექტორისთვის განკუთვნილი ახალი პროდუქციის სერიის - Luterra S2-ის გლობალური წარდგენა. ასევე ვესტუმრეთ Huawei-ს კვლევისა და განვითარების ცენტრს, პროდუქციის საგამოფენო სივრცეს, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, უფრო ახლოს გავცნობოდით კომპანიის ტექნოლოგიებსა და მათი განვითარების ხედვას.

ჩვენთვის ასეთი თანამშრომლობის მთავარი ღირებულება მიღებული ცოდნის ადგილობრივ პროექტებში გამოყენებაა. მწარმოებელთან უშუალო კომუნიკაცია და პარტნიორებთან გამოცდილების გაცვლა გვეხმარება, უკეთ შევარჩიოთ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მზის ენერგიისა და ენერგიის შემნახველი გადაწყვეტილებები. ეს მყარ საფუძველს ქმნის საქართველოში ახალი პროექტებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

რა გეგმები აქვს Photomate Caucasus-ს 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება GEEF 2026 - Georgian Energy Exhibition and Forum იქნება, რომელიც 26–27 ნოემბერს გაიმართება. Photomate Caucasus ღონისძიების გენერალური სპონსორია და გამოფენაზე 36 კვადრატული მეტრის სტენდით იქნება წარმოდგენილი.

მომხმარებლებსა და პარტნიორებს ერთ სივრცეში გავაცნობთ როგორც Huawei-ს, Astronergy-სა და HT Italia-ს პროდუქტებს, ისე ჩვენს მომსახურებებს -პროექტირებიდან მშენებლობამდე და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერამდე. ჩვენი ფოკუსი კვლავ ამ მიმართულებების განვითარებასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე იქნება.

ამასთან, წლის ბოლომდე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე დეტალებს არ გავამჟღავნებ, თუმცა მის წარდგენას დიდი ინტერესით ველოდებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ელექტროსადგურების მშენებლობა, ახალი სერვისები და საერთაშორისო პარტნიორობა - როგორ ვითარდება Photomate Caucasus

09.11.2026.10:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა