N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
გლობალური ლიდერი პრობიოტიკების სფეროში OMNi-BiOTiC, რომელიც გერმანულენოვან ქვეყნებში N1 პოზიციას იკავებს, უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელში. ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებულ, უსაფრთხო და ეფექტურ პრობიოტიკულ ფორმულებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.
OMNi-BiOTiC-ის პროდუქტები შექმნილია მიკრობიომული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზე და მიზნად ისახავს ნაწლავური ბალანსის, იმუნური სისტემის, სტრესის მართვისა და მეტაბოლიზმის მხარდაჭერას. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა განაპირობებს ბრენდის მაღალ ნდობას საერთაშორისო მასშტაბით.
ბრენდი აწარმოებს მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმულებს, მათ შორის:
ნაწლავური კომფორტისა და სტრესის შესამცირებლად – OMNi-BiOTiC 6, OMNi-BiOTiC 10 AAD, Stress Repair;
წონის კონტროლისა და ენერგიის ბალანსისთვის – OMNi-BiOTiC Metabolic, Apple Pectin, OMNi-BiOTiC Hetox;
ქალებისა და ბავშვების ყოველდღიური მხარდაჭერისთვის – OMNi-BiOTiC Panda, Flora Plus;
მოგზაურობისას ორგანიზმის დაცვისთვის – OMNi-BiOTiC Travel.

OMNi-BiOTiC-ის მწარმოებელი, ავსტრიული კომპანია Institut AllergoSan, უკვე 30 წელზე მეტია მიკრობიომის კვლევის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ბრენდის სანდოობა გამყარებულია 150-ზე მეტი დასრულებული და 50-მდე მიმდინარე კლინიკური კვლევით.
OMNi-BiOTiC-ის ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს WHO, FDA და WGO-ს ხარისხის სტანდარტებს, არის ჰიპოალერგიული, მაღალტოლერანტული და უსაფრთხო ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
“ადამიანის მიკრობიომს ქმნის ყველა ის მიკროორგანიზმი, რომლებიც ჩვენს სხეულში და ზედაპირზე ცხოვრობენ, განსაკუთრებით ნაწლავებში, კანზე, პირში და სასუნთქ გზებში. მათი სახით ადამიანს მილიარდობით პატარა “მოკავშირე” ყავს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
მიკრობიომზე ზრუნვა, ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას, იმუნიტეტის გაძლიერებას, მავნე ბაქტერიებისგან დაცვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დახმარებას და ა.შ. თანამედროვე მსოფლიო პრემიუმ ხარისხის პრობიოტიკულ პროდუქტებს აქტიურად იყენებს ორგანიზმის ჯანმრთელობისა და დაავადებების პრევენციისთვის.

სწორედ ამიტომ, PSP-მ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადა გლობალური ლიდერი პრობიოტიკების სფეროში OMNi-BiOTiC მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე ზრუნვას მეტად მარტივს, უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის”- აცხადებენ PSP-ში.
პრემიუმ პრობიოტიკული ბრენდი OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში — მეცნიერებაზე დაფუძნებული არჩევანი ჯანმრთელი მიკრობიომისთვის
დღის ტოპ 10 სიახლე
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე IGF-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა
იტალიური ლეგენდის 80 წელი: Vespa ექსკლუზიურ და ლიმიტირებულ მოდელს „Edizione Ottantesimo“-ს წარადგენს
ekalata.gov.ge -ს პორტალს პირველივე დღეს 20 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა - ირაკლი ლექვინაძე
სხვა სიახლეები
ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ - მარიამ ჩახვაშვილი
29.06.2026.14:30
ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, თურქეთი კი ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარია, თუმცა გარკვეულ წლებში ექსპორტს სომხეთის მიმართულებითაც ვეწეოდით - რაც შეეხება რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათ საკუთარი ენერგორესურსები იმგვარ ფასად აქვთ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროება არ გააჩნიათ, თორემ ფიზიკურად გატანის შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამომავლოდ კი, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამუშავდება, საშუალება მოგვეცემა, ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც განვახორციელოთ“.
„რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალი ტარიფებია; განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასები მკვეთრად, 3-4-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რის გამოც ეს ალტერნატიული ხაზი ევროპული მხარისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ამ ინიციატივას ურთიერთინტერესის პროექტის -Project of Mutual Interest (PMI) - სტატუსი მიანიჭა, რაც მათ ოფიციალურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ევროპული მხარე მზად არის, გამოყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი, იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხის თუ გრანტის სახით, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პროექტი სწორედ მათი ფონდებიდან დავაფინანსოთ.
ეს ორმხრივი ინტერესი აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ. ანალოგიურად ვუყურებთ ამ პროცესს ჩვენც - ეს არის ახალი ბაზრების ათვისებისა და ბევრწილად უფრო სტაბილურ, მაღალმარჟიან პლატფორმებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთის მხრივ ჩვენი ამოცანაა დეფიციტის შემცირება, მეორეს მხრივ ექსპორტის სწორი მართვა“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია სეზონურობით ხასიათდება, ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია, რაც მათი მაქსიმალური ათვისების აუცილებლობას განაპირობებს.