N1 ქსელი სამოგზაუროდ - „სელფის” როუმინგის კამპანია
„სელფი“, N1 ქსელი სამოგზაუროდ, როუმინგის განახლებული შეთავაზებით საზღვარგარეთ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს Uber, Bolt, Google Maps, WhatsApp Chat, Messenger Chat და MyCellfie App-ზე წვდომა ინტერნეტის დამატებითი ხარჯვის გარეშე შეუძლიათ. ამ აპლიკაციებით სარგებლობა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტები ამოიწურება.
„სელფის“ როუმინგის სხვა უპირატესობებზე სარეკლამო ვიდეორგოლში პირადად საუბრობს კომპანიის გენერალური დირექტორი, როსტომ ტალახაძე.
„მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სერვისებზე უწყვეტი წვდომა, რომლებიც ნავიგაციას, გადაადგილებასა და კავშირზე ყოფნას ამარტივებს. „სელფის“ როუმინგის შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Uber-ით, Bolt-ით, Google Maps-ით, WhatsApp Chat-ით, Messenger Chat-ითა და MyCellfie App-ით ძირითადი ინტერნეტმოცულობის ხარჯვის გარეშე ისარგებლონ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოგზაურობას, რადგან მომხმარებელს აღარ უწევს ფიქრი, როგორ გაიკვლიოს გზა, ისარგებლოს ტრანსპორტით და დარჩეს უწყვეტ კავშირზე უცხო ქვეყანაში. საკმარისია „სელფის“ როუმინგის ინტერნეტპაკეტის გააქტიურება და აღნიშნული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება პაკეტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მაშინაც, როდესაც პაკეტში შემავალი მეგაბაიტები უკვე ამოწურულია. ამასთან, „სელფი“ მომხმარებლებს როუმინგის ინტერნეტპაკეტებს კონკურენტულ ფასად სთავაზობს,“ - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, „სელფის“ მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
„როგორც N1 ქსელი სამოგზაუროდ, გვინდა, რომ მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კარგ შთაბეჭდილებებთან და არა კავშირის პრობლემებთან ასოცირდებოდეს. სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ კამპანიაც და გადავწყვიტეთ, როუმინგის უპირატესობებზე თავად კომპანიის გენერალურ დირექტორს ესაუბრა. როდესაც პროდუქტის ასე გვჯერა, გვინდა, ეს გზავნილიც პირდაპირ და გულწრფელად მივიტანოთ მომხმარებლამდე,“ - აცხადებს მარიამ ფირცხალაიშვილი, „სელფის“ მარკეტინგის ლიდი.
როუმინგის პაკეტების შესახებ დეტალურად: როუმინგი / როუმინგის პაკეტები - Cellfie
სხვა სიახლეები
„ბიოტეკსის“ პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო ბაზარზე - AgroWorld Qazaqstan 2026-ის შედეგები
16.11.2026.16:00
ქართული ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანია „ბიოტეკსი“ ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო აგრარულ გამოფენაში, AgroWorld Qazaqstan 2026-ში მონაწილეობდა. კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას საკვებდანამატები, ვეტერინარული პრეპარატები და მცენარის ზრდის სტიმულატორი- „ბიოაქტივი“ წარუდგინა.
გამოფენის ფარგლებში „ბიოტეკსის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნის მსხვილ ფერმერებთან და დისტრიბუტორებთან შეხვედრები გამართეს. კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა, პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო საკუთარი პროდუქცია და უშუალოდ მათგან მიეღო ინფორმაცია ბაზრის საჭიროებებისა და მოთხოვნის შესახებ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა „ბიოაქტივის“, „ბიოზანისა“ და „ფისტოკლოზანიდის“ მიმართ. დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაცვლა და მიმოწერა ადგილზე დაიწყო და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა. კომპანიის შეფასებით, მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ ამ კომუნიკაციის გაგრძელებაა, რაც შესაძლო თანამშრომლობის შემდგომი განხილვის საფუძველს ქმნის.
„ბიოტეკსისთვის“ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა საექსპორტო განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი შეხვედრები კომპანიას ეხმარება, წარადგინოს საქართველოში წარმოებული პროდუქცია, შეაფასოს მის მიმართ ინტერესი და გააფართოოს პოტენციური პარტნიორების წრე. AgroWorld Qazaqstan 2026-ზე შეხვედრებმა ეს შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით - ვეტერინარიის, ცხოველთა კვებისა და მემცენარეობის სფეროებში შექმნა.

გამოფენაში „ბიოტეკსის“ მონაწილეობა Invest in Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა. საერთაშორისო ღონისძიებებზე ქართული მწარმოებლების წარდგენის მხარდაჭერა კომპანიებს უცხოელ შემსყიდველებთან უშუალო კომუნიკაციისა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს.
„ბიოტეკსი“ 1991 წლიდან საქმიანობს ვეტერინარული პრეპარატებისა და საკვებდანამატების წარმოების მიმართულებით. კომპანიას საექსპორტო გამოცდილება აქვს სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ბაზრებზე. ყაზახეთში გამოფენის ფარგლებში დაწყებული კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.