ნაბიჯების ბონუს აქცია ჯანსაღი ცხოვრებისთვის სელფისგან - დაჯილდოვდი ყოველდღე 200MB-ით
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავზობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია ნაბიჯების მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000+ ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის ერთხელ მაინც გახსნის შემთხვევაში, აბონენტებს საჩუქრად ერიცხებათ 200MB ინტერნეტი. ამ ეტაპზე აქცია ხელმისაწვდომია iOS სისტემის მომხმარებლებისთვის.
აქციით სარგებლობისთვის:
ნაბიჯები დაითვლება 1 კალენდარული დღის განმავლობაში, 00:00 საათიდან მომდევ-ნო დღის 00:00 საათამდე და დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB -ია. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.