ნახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო თიბისიში | #გახდითიბისელი
თიბისი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ.
თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები - ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები თიბისიში.
„თიბისი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი გეხმარება, რომ შემოქმედებითად ბევრად თავისუფალი და გაბედული იყო" - გვიზიარებს თამუნა კონტრიძე, თიბისის ახალი თაობის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი .
ნინი რიჟამაძე 22 წლისაა და თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსია. თიბისიში მუშაობა სტაჟირების პროგრამით დაიწყო და თავისი კარიერის პირველი ეტაპი მარკეტინგის გუნდში გაიარა, სადაც მონაცემების მიმართ თავისი ინტერესი აღმოაჩინა და პროფილი თიბისიშივე შეიცვალა.
"თიბისიში მრავალფეროვანი სამუშაო შენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმეს დინამიკურ და მეგობრულ გუნდთან ერთად აკეთებ" -ნინი რიჟამაძე, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.
ესაა თაობა, რომელიც თავისი ინტერესების შესაბამისად იღებს მნიშვნელოვან კარიერულ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებათ, იზიარებენ გამოცდილებებს და ღია არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ, ცნობისმოყვარეობით უდგებიან საინტერესო საქმეებს და ყოველდღიურობას უფრო ფერადს ხდიან.
"თიბისი საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენასა და სხვადასხვა კუთხით განვითარებაში მეხმარება. სასწავლო პლატფორმები, რომელსაც თიბისი თანამშრომლებს გვთავაზობს, ახალი თაობის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია." - გვიყვება სანდრო, თიბისის ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი.
თავისი გამოცდილების შესახებ თიბისის საკრედიტო ადმინისტრატორი, ანანო თავბერიძე გვიყვება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები, რომლებიც თიბისისთან აკავშირებს, წინსვლას, ურთიერთობებსა და გუნდთან ერთად საერთო მიზნისკენ სვლას ეფუძნება.
„განვითარება, ინოვაციურობა, სანდოობა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც თიბისის ახასიათებს. აქ გეხმარებიან, რომ ყოველთვის იარო წინ, მიიღო ახალი გამოწვევები და სწორად განივითარო შენი უნარები."
თიბისიში ახალი თაობის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ქმნიან და საერთო ღირებულებებს იზიარებენ, ეხმარებიან მათ თავისი ინტერესების შესაბამისად განვითარდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან.
თუ გსურს, შეუერთდე გუნდს, სადაც შენი ინტერესების აღმოჩენაში და ახალი უნარების განვითარებაში გეხმარებიან - გახდი თიბისელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.