მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.2
-0.0043
flag
AZN 1.5743
-0.0007
flag
CNY 39.316
-0.0052
flag
EUR 3.1079
-0.0067
flag
GBP 3.5848
0.0089
flag
KZT 56.82
-0.0041
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6758
-0.0016
news banner

ნანი ბრეგვაძის კონცერტი

news image

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება.

კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz.

კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის ბილეთებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე:

შეგახსენებთ. რომ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. სულ ცოტა ხნის წინ კი შედგა, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე  „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

20.05.2026.15:13

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი „სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (ISO 22000)" ჩატარდა.

სასწავლო კურსის მთავარ მიზანს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნების, მისი პრინციპებისა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა წარმოადგენდა. ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა რისკზე დაფუძნებული აზროვნება, HACCP პრინციპები, საფრთხეების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) განსაზღვრა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურსათის ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის.

ტრენინგს გაუძღვა ინტეგრირებული მართვის სისტემების (IMS) სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გიორგი დონდუა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მართვის, დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.

პროგრამა სპეციალურად იყო სტრუქტურირებული მაღალი დონის სტრუქტურის (High Level Structure - HLS) და PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლის გარშემო. ამ მიდგომამ მონაწილეებს მკაფიოდ დაანახა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ISO 22000-ის ეფექტური ინტეგრაცია სხვა წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ხარისხის (ISO 9001), გარემოსდაცვით (ISO 14001) და შრომის უსაფრთხოების (ISO 45001) მენეჯმენტის სისტემებთან.
ინტენსიური კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე აქტიურ პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა შეასრულეს დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ჩამოაყალიბეს სურსათის უვნებლობის მიზნები SMART ფორმატში და იმუშავეს შიდა აუდიტის კითხვარებსა თუ HACCP-ის ცხრილების შევსებაზე.

„თანამედროვე ბაზარზე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აღარ არის მხოლოდ რეგულაციების შესრულება, ეს არის ბიზნესის მდგრადობის, მომხმარებლის ნდობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ინტენსიური კურსით კომპანიებისთვის მიგვეწოდებინა არა უბრალოდ მშრალი თეორია, არამედ რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტები, დაწყებული რისკების მართვითა და HACCP-ის პრინციპებით, დასრულებული ISO 22000-ის სხვა წამყვან მენეჯმენტის სისტემებთან ინტეგრაციით. ხარისხიანი და უსაფრთხო მართვის სისტემები არის ის, რაც ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების მხარდაჭერასა და მათთვის აქტუალურ თემებზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა