მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნარჩენების მართვის და მგვ ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

news image
mbc image

ნარჩენების მართვასა და მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების სპეციფიკური საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ადგენს მგვ ორგანიზაციებისათვის გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, როგორიცაა საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები, საავტომობილო ზეთები, გადაცემის შემთხვევაში მათი ჩამოწერის წესებს.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პროექტი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა, ასევე, გამოითქვა გარკვეული წინადადებები, რომლის პროექტში გათვალისწინება, გააუმჯობესებს ორგანიზაციებისათვის მსგავსი ფასეულობების გადაცემას. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტი გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით დაკორექტირდება.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მგვ ორგანიზაციების სავალდებულო სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით გაგრძელდება მგვ ორგანიზაციებსა და ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის ზემოხსენებულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უშუალო მხარდაჭერით გაიმართა მნიშვნელოვანი სამმხრივი შეხვედრა, კერძოდ წარმოდგენილნი იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის და მგვ ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად შექმნილი მგვ ორგანიზაციებისათვის გადაცემული იმ მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესი, რომელიც ე.წ. „სახიფათო ნარჩენად" კვალიფიცირდება და დღესდღეობით ასეთი ნარჩენის ჩამოწერა და კანონმდებლობის სრული დაცვით მისი განადგურება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე, ვისაუბრეთ ამ ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებებსა და სახელმწიფოს მხრიდან დავინახეთ საკითხების დარეგულირების მზაობა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვის მიმართულებით" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა