ნათია თურნავამ შვეიცარიაში საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში „ბლოკჩეინს მიღმა" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისმთავარი თემა საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განხილვა იყო.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკების როლს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისკუთხით.
სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორის გაციფრულების ტენდენციაზე, რაც ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს ფეხი აუწყონ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და პარალელურად, ახალი გამოწვევები მართონ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ახალიტექნოლოგიების შესაძლებლობების ტესტირება, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.
"ეროვნული ბანკი პროაქტიულად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელების განვითარებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა სხვადასხვა კომპანიამ გამოიყენა. მათ საშუალება მიეცათ სრულიად უფასოდ მიეღოთ წვდომა ღია ბანკინგის პროდუქტებზე და გამოეცადათ მათი გამოყენების სხვადასხვა მაგალითები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებაზე და ციფრულ ბანკებთან დაკავშირებული პერსპექტივები განიხილა.
„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა. სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ. ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქმიანობის ახალ სახეებს და საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მომზადდა ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ფინტექების განვითარების ჩვენეული ხედვა ფინტექებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ლუგანოში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების გავლენის შესწავლით ბიზნესსა და საბანკო-საფინანსო სექტორებში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.