მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ნათს ინქორფორეითიდ" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image
mbc image

ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი  აგროკომპანია „ნათს ინკორფორეითიდ" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წელს დაარსდა და  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის და თხილის ბაღები დაახლოებით 3000 ჰექტარზე გააშენა  და განავითარა.

კომპანია დასავლეთ საქართველოში 2200 ჰექტარზე 10-12 წლიან თხილის ბაღებს ფლობს, ხოლო აღმოსავლეთში სამი წლის განმავლობაში, 800 ჰექტარზე, ეტაპობრივად გააშენა ნუშის ბაღები.

 

კომპანია უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით,  ექსპორტისთვის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ნუშსა და თხილს და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას.

 

„მივესალმებით „ნათს ინქორფორეითიდს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის აგროკომპანია, რომელმაც დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოახერხა ბაზარზე პოზიციონირება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად სექტორისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. სასოფლო-სამეურნეო საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს ასოციაციისთვის, რაზეც საკმაოდ აქტიურად მუშაობს შესაბამისი კომიტეტი. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სექტორისთვის შედეგის მომტანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა