მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ნებისმიერი ინვესტორისთვის და განსაკუთრებით დარგობრივი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები - GWP-ის ტექნიკური დირექტორი

news image
mbc image

საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს ევროპელების შეფასებაა, - აცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძე. მისი თქმით, ევროპული კომპანია „აქვალია“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს და საკუთარი რეპუტაციის დაცვის მიზნით აქ უნიკალურ სრულ წყალმომარაგების ციკლს მართავს თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.

არის ასე ვთქვათ სტანდარტული კონკურენტული უპირატესობები და არის კიდევ ცოტა არასტანდარტულიც. სტანდარტული არის ის, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ იყოს საინტერესო ქვეყანა და ყოფილიყო ის ასე ვთქვათ ამ ფორუმის სამშობლოც. არის ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო. ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროპელების შეფასება. ის რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მარეგულირებელი სისტემა, გამორჩეულად კარგი და ამასაც ყოველთვის აღნიშნავს "აქვალიას" მენეჯმენტი. ეს არის ასე ვთქვათ ობიექტური კრიტერიუმები. 

სუბიექტური კრიტერიუმი არის ის, რომ "აქვალიას" ნამდვილად აქვს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ასე ვთქვათ თავიანთ რეპუტაციას ამ ქვეყანაში, ყველგან უფრთხილდებიან მაგრამ საქართველო მათთვის არის სავიზიტო ბარათიც, სადაც მათ აქვთ სრული წყალმომარაგების ციკლი - დაწყებული მოპოვებით დამთავრებული ონკანამდე მიტანით - თბილისში, რუსთავში და მცხეთაში. ამიტომ მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა და ყველაფერმა ამან ერთად განაპირობა, რომ ფორუმი ჩატარდა სწორედ საქართველოში და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ისიც, რომ ეს იყო ჩვენი, ანუ ქართული გუნდის იდეა და ამანაც რა თქმა უნდა თავისი როლი ითამაშა“, - აღნიშნა ეკა ბერიძემ.

კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორის გიგა ნადირაძის განცხადებით, დარგობრივი ინვესტორისთვის საქართველოში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები.

„ნებისმიერი ინვესტორისთვის და განსაკუთრებით დარგობრივი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები. როდესაც წყალმომარაგების სექტორზე ვსაუბრობთ, ძირითადი საკითხები ინვესტიციებს ეხება, რადგან დარგი ამას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ინვესტიციების შეფასება, შეთანხმება, მათი შემდგომი ასახვა ტარიფში და მეორე, როგორ ხდება, რა პრინციპზე დაყრდნობით ხდება ტარიფების დადგენა, გადახედვა, შეფასება და ასე შემდეგ.

დამოუკიდებელი მარეგულირებლის ინსტიტუტი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი მოწესრიგებული იყოს დადგენილებებით, კანონმდებლობით, რომელიც გამჭვირვალობას ქმნის ამ ბიზნესში. 

ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ სახელმწიფოს პოლიტიკა როგორია ინვესტორთან მიმართებაში და ასე შემდეგ და დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა,  რომელიც გულისხმობს ინვესტორების მაქსიმალურ ხელშეწყობას, დახმარებას, მოზიდვას უცხოური ინვესტიციების საქართველოში, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთი დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ბიზნესის განხორციელება საქართველოში და მესამე, როდესაც "აქვალია" შემოდიოდა საქართველოში, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში წინსწრებით იყო შესწავლილი ის გამოწვევები რაც უშუალოდ სისტემას გააჩნდა. შესაბამისად, სისტემა თვითონ დარგობრივი ინვესტორისთვის იძლევა იმ საშუალებას, რომ აქ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შეგვიძლია ძალიან კარგი წარმატებული მაგალითი ვაჩვენოთ სხვა დანარჩენ ქვეყნებს და მათ შორის რეგიონში და არა მარტო. ამიტომ ეს სამი სხვადასხვა მიზეზი იყო რა თქმა უნდა სხვა საკითხებთან ერთად ძირითადი“, - აცხადებს გიგა ნადირაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?

21.09.2026.23:09

ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.

პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.

კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი  სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.

საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.

პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.

ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.

ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.

3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა