ნეოგაზში საჩუქრების დღეები გრძელდება
ნეოგაზში საჩუქრების დღეები გრძელდება. საზაფხულო შეთავაზებების ფარგლებში, ავტოგასამართი სადგურების ქსელმა ნეოგაზმა ერთგულ მომხმარებლებს ევრო სტანდარტების შესაბამისი პრემიუმისა და ევრო დიზელის 10 ლიტრიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა, რომელთა განაღდებაც 31 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი. სასაჩუქრე ვაუჩერების გასანაღდებლად, მომხმარებლებმა უნდა ჩაისხან იმავე ტიპის მინიმუმ 20 ლიტრის მოცულობის საწვავი.
„ნეოგაზმა ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლებს შეთავაზება გაუკეთა, რომლის ფარგლებშიც ბენზინისა და დიზელის საწვავი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასადაა ჩვენს ქსელში. აქცია აგვისტოში უკვე გაგრძელდა სასაჩუქრე ვაუჩერების გადაცემით და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ვაუჩერის გამოყენებით შეუძლიათ დამატებით 10 ლიტრი საწვავი მიიღონ საჩუქრად ნეოგაზისგან.
ნეოგაზი საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის აქციებსა და შეთავაზებებს სამომავლოდაც ჰპირდება, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაცია ნეოგაზის ვებ-გვერდზე და Facebook-ის გვერდზე განთავსდება“, - აცხადებს ნეოგაზის მარკეტინგის მენეჯერი, უჩა პაპიაშვილი.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.