მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა

news image
mbc image

1-ელ ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა „ქართული ფილმის“ კინოსტუდიის ისტორიულ პავილიონში დახურულ საღამოს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ხაზის ორი ახალი მასშტაბური პროექტი, Cinema City და NEU Tbilisi ოფიციალურად წარადგინა.

მასშტაბური ღონისძიება გამორჩეული, თეატრალიზებული ფორმატით გაიმართა. საღამოს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: ბიზნეს სექტორის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი მსახიობები.

NEXT-ის წარმომადგენლების თქმით პრეზენტაციის განსხვავებული ფორმა და შემოქმედებითი მიდგომები პროექტების ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეატრალურ პერფორმანსებს და მუსიკალურ ნაწილს.

ცნობილი მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა სცენები ქართული ფილმების ოქროს ფონდიდან და NEU თბილისის ისტორიიდან, რამაც წარსულსა და თანამედროვეობას შორის უნიკალური კავშირი წარმოაჩინა. გამორჩეულად საინტერესო იყო მუსიკალური ნაწილი – ნიკა ნიკვაშვილის ორკესტრისა და ნატალიკო ქუთათელაძის მიერ შესრულებული კომპოზიციები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია.

საღამოს კულმინაცია NEXT-ის ახალი ხაზის პრეზენტაცია გახლდათ – ეს არის მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში მოწინავე მიმართულება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციით შთაგონებულ პროექტებს გულისხმობს და მიზნად დედაქალაქის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ისახავს.

Cinema City-ისა და NEU Tbilisi-ის კონცეფცია სტუმრებს დეტალურად გააცნეს არჩილ სოლოღაშვილმა და გვანცა დარასელიამ. მათ მაყურებელს ამ სივრცეების ისტორია, არქიტექტურული ხედვა და განვითარებისმიმართულებები გააცნეს.

Cinema City კინოსტუდიის უნიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე საცხოვრებელ სივრცესთან და ქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრთან აერთიანებს, ხოლო NEU Tbilisi მომავლის ურბანული განვითარების ხედვას რეალობად აქცევს ჩუღურეთის ისტორიულ გარემოში.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ასევე მიმდინარეობდა ფილარმონიის დიდ ეკრანზე, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ ღონისძიების მიმდინარეობისთვის ცოცხალ რეჟიმში.


ღონისძიების დასასრულს, კომპანიამ მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა: პროექტ NEU Tbilisi-ს წინასწარი გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაიწყო. სპეციალური პირობებითა და შეთავაზებით ამჟამად მხოლოდ 26 აპარტამენტია გამოტანილი.

აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა NEXT-ის, როგორც გლობალური ბრენდის ფილოსოფია – ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე სივრცეების თანამედროვე ცხოვრებაში ორგანულად ინტეგრირება და ქალაქის მომავლის შექმნა წარსულისადმი პატივისცემით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა