Nika Hotel and Club გაფართოვდა
Nika Hotel and Club გაფართოვდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა ლარისა გავრილიუკმა განუცხადა.
„ამ სეზონზე ვამატებთ ორ ახალ კოტეჯს. ერთი თითქმის დასრულებულია, მეორეს კი ახლო მომავალში დავამატებთ. გარდა ამისა, დავამატეთ ფოტო ზონა და ამ კუთხითაც ვაპირებთ გაფართოებას და კიდევ ერთ ფოტო ზონის დამატებას. ივლისიდან ადგილზე მოსულ ვიზიტორებს კაფეც დახვდებათ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
სასტუმროში, ჯავშნების თვალსაზრისით იგრძნობა ახალი სეზონის მოსვლა და გააქტიურება.
„გვაქვს ჯავშნები, როგორც მიმდინარედ, ასევე ზაფხულისთვის. შეიცვალა ჩვენი აუდიტორია. ადრე უფრო მეტი ევროპელი სტუმარი გვყავდა, ახლა ძირითადად გვსტუმრობენ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან. არ განვიცდით სტუმრების დეფიციტს. ზაფხულის სეზონი მოდის და ეს ყველაფერი იგრძნობა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.