„ნიკოლის“ პროდუქცია Taobao-ზეა ხელმისაწვდომი
ნიკოლის“ პროდუქცია Taobao-ზე ჩვენმა ბაიერმა განათავსა და ბრენდის გაყიდვებით კმაყოფილია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდის Nikolli-ის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაშვილმა განუცხადა.
ქართული საბავშვო ბრენდი, ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებას ცდილობს და გამოფენაში მონაწილეობისთვის ემზადება.
„დეკემბერში ვგეგმავთ ჩინეთში გამოფენაზე წასვლას და შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წაღებას, რომელზეც ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს. გვაქვს შემოთავაზება სინგაპურიდან, რომ იქ დაგეგმილ გამოფენაზე წავიღოთ და გამოვფინოთ ჩვენი პროდუქცია.
გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა პარტნიორების კონტაქტებსაც წამოვიღებთ და ჩინეთში ექსპორტს კიდევ უფრო გავზრდით“, - განაცხადა ნიკა ნიკოლაშვილმა.
რაც შეეხება 2024 წელის გაყიდვების დინამიკას, ბრენდს საცალო გაყიდვებში 25%-იანი ზრდა აქვს, კორპორაციული მიმართულებით კი 10%-იანი.
ამ დროისთვის „ნიკოლის“ პროდუქცია ჩინეთის გარდა წარმოდგენილია დუბაისა და ინგლისის ბაზრებზე.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ადგილობრივ ბაზაზე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, აქედან 3 თბილისშია, ხოლო 1 ბათუმში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.