„ნიკორა“ ჯგუფში, საშუალო ანაზღაურება გადასახადების გათვალისწინებით 2022 წელს ₾1047 შეადგენდა
„ნიკორა“ ჯგუფში, ფინანსური ანგარიშის თანახმად, თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება, გადასახადების გათვალისწინებით 2022 წელს 1047 ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 868 ლარის ტოლი იყო.
გადასახადების გამოკლებით, უხეში დათვლით საშუალოდ თანამშრომლები „ნიკორაში“ 2022 წელს 821 ლარს იღებენ ხელზე, 2021 წელს კი 681 ლარს.
2022 წელს „ნიკორას“ საქართველოს მასშტაბით 465 ფილიალი ჰქონდა, 2021 წელს კი 372 ფილიალი.
შესაბამისად, საშუალოდ ბრენდის ერთ ფილიალში 14.4 ადამიანი მუშაობდა 2022 წელს, 15.5 ადამიანი.
საგულისხმოა, რომ 2022 წელს, „ნიკორას“ შემოსავლებმა ₾895 მილიონი შეადგინა.
2022 წელს „ნიკორას“ საკვები პროდუქტების რეალიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის (ბრუნვის) 62% შეადგინა, 2021 წელს კი 72%-ს უდრიდა.
2022 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 45 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვნებელთან მიმართებით 125%-ით ( 25 მილიონით მაღალია), 2021 წლის წმინდა მოგება კი შესაბამისად 20.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.