მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

news image
mbc image

სს „ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

 

მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

 

ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ეს კომპანიის რიგით მე-4 ემისიაა, რომლის ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არც ერთი მათგანის წილი არ აღემატება 30%-ს. 

 

„ნიკორა ტრეიდი" ბაზრის აქტიური მოთამაშეა, რომლის პირველი საჯარო ემისია 2016 წელს შედგა. დღეისთვის კომპანიას ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. თითოეული ახალი ემისიის ფარგლებში, კომპანია ზრდის გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას.

 

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განვახორციელეთ. ეს ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის" მე-4 და თიბისი კაპიტალთან ერთად მე-3 ემისიაა. გვიხარია, რომ ჩვენი ბიზნესის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება, რისი დასტურიცაა ყოველი ემისიისას გაზრდილი მოცულობა. განხორციელებული ობლიგაციების განთავსება ერთი მხრივ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ - მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მოზიდული სახსრებით ვაპირებთ ავაშენოთ თანამედროვე, უპრეცედენტო მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და მწვანე ენერგიის განვითარების კუთხითაც. აღნიშნული პროექტი შეცვლის და სასარგებლო გავლენას მოახდენს მთლიანად FMCG სექტორის განვითარებაზე, გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო წერტილებში და შეამცირებს პროდუქციის დანაკარგებს, რაც მთელ მსოფლიოში სექტორისთვის დიდი გამოწვევაა.  ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან როგორც კომპანია, ასევე მომხმარებლები, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მას", - თემურ ალექსანდრია, „ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

„მოხარული ვართ, რომ „ნიკორა ტრეიდმა" საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მორიგი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ჩვენი რიგით მე-3 საერთო ემისიაა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ FMCG სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაში ისეთი მასშტაბური პროექტისთვის ვეხმარებით, როგორიც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა. ფინანსური რესურსით, კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებასა და პროდუქციაზე მომხმარებლების წვდომას გააუმჯობესებს, არამედ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯებსაც გადადგამს. „ნიკორა ტრეიდის" ყოველი მომდევნო ობლიგაციის თანხის მოცულობის ზრდა, „ნიკორა ტრეიდის" მიმართ ბაზრის ნდობისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის მზარდი შესაძლებლობების დასტურია", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში" აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და „ნიკორა ტრეიდი" პროგრამის უკვე მე-6 ბენეფიციარია. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში შემოსულია 13 განაცხადი და განთავსდა 210 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები", - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

 

სს "ნიკორა ტრეიდი" ორი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა