ნიმბიმ წინანდლის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართული ღვინის საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა
წინანდლის მამულმა ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ასოციაციის, Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილეც აღინიშნა.

ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები და სომელიეები ესწრებოდნენ, მთავარი ყურადღება ქართული ღვინის უნიკალურ მრავალფეროვნებასა და საფერავის გლობალურ პოტენციალს დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საფერავის კატეგორიაში ოქროს მედალი სწორედ ნიმბის საფერავს ერგო - ღვინოს, რომლის მთავარი მეღვინეც ცნობილი იტალიელი ენოლოგი რიკარდო კოტარელაა. ეს აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის მიზნისკენ, ახლებურად წარმოაჩინოს ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე.

„ნიმბის შექმნის მთავარი იდეა 8000-წლიანი ქართული ტრადიციის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტზე აყვანა იყო. Grand Jury du Vin-ის მსგავსი ავტორიტეტული ჟიურის შეფასება და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართული ტერუარისა და საერთაშორისო გამოცდილების სინთეზი სწორი გზაა“, - აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი ბაჩო ბუღდიაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
13.11.2026.17:33
საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.
ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:
• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.