მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნიმბის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

news image
mbc image

ნიმბიმ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იტალიაში, კასტილიონე ინ ტევერინაში, ევროპის უმსხვილეს ღვინისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მუზეუმში (MUVIS), ბრენდის პრეზენტაცია და ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ნიმბის დამფუძნებლების — ბაჩო ბუღდიაშვილისა და ვატო ოთხმეზურის, ასევე მეღვინეობის მთავარი მეღვინის, მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ენოლოგის, რიკარდო კოტარელას ერთობლივი ჩართულობით ჩატარდა. შეხვედრის მთავარი ნაწილი იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან ოფიციალური პარტნიორობის დაწყება იყო,  ხელშეკრულებას ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერა. პრეზენტაციაზე დამფუძნებლებმა ბრენდის ისტორია და ხედვა სწორედ ახალი პარტნიორის გაყიდვების გუნდს წარუდგინეს.

იტალიის მსგავს კონკურენტულ და ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ბაზარზე მსხვილ სადისტრიბუციო ქსელთან პარტნიორობა ნიმბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. MUVIS-ის ისტორიულ სივრცეში პარტნიორებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დინამიკურ წინსვლასა და მის მზარდ პოტენციალს ევროპულ ბაზარზე.

„იტალიაში, ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრში, მსგავსი მასშტაბის პრეზენტაციის გამართვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი წარმატებაა. იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან გაფორმებული პარტნიორობა ადასტურებს, რომ ნიმბი სწორი გზით ვითარდება. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ეს შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია,“ — აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი, ბაჩო ბუღდიაშვილი.

მეღვინეობა ნიმბი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებას და უახლოეს მომავალში მომხმარებელს არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და პარტნიორობას ჰპირდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა