მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

ნიმბის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

news image
mbc image

ნიმბიმ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იტალიაში, — კასტილიონე ინ ტევერინაში, ევროპის უმსხვილეს ღვინისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მუზეუმში (MUVIS), ბრენდის პრეზენტაცია და ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ნიმბის მთავარი მეღვინის, მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ენოლოგის, რიკარდო კოტარელას ორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციაზე ბრენდის ისტორია და ხედვა იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვების გუნდს წარუდგინეს.

იტალიის მსგავს კონკურენტულ და ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ბაზარზე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელის დაინტერესება ნიმბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. MUVIS-ის ისტორიულ სივრცეში გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დინამიკურ წინსვლასა და მის მზარდ პოტენციალს ევროპულ ბაზარზე.

„იტალიაში, ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრში, მსგავსი მასშტაბის პრეზენტაციის გამართვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი წარმატებაა. რიკარდო კოტარელასთან თანამშრომლობა და იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდან გამოხატული ინტერესი ადასტურებს, რომ ნიმბი სწორი გზით ვითარდება. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ეს შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია,“ — აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი, ბაჩო ბუღდიაშვილი.

მეღვინეობა ნიმბი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებას და უახლოეს მომავალში მომხმარებელს არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და პარტნიორობას ჰპირდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნიმბის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

27.11.2026.13:24

ნიმბიმ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იტალიაში, — კასტილიონე ინ ტევერინაში, ევროპის უმსხვილეს ღვინისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მუზეუმში (MUVIS), ბრენდის პრეზენტაცია და ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ნიმბის მთავარი მეღვინის, მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ენოლოგის, რიკარდო კოტარელას ორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციაზე ბრენდის ისტორია და ხედვა იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვების გუნდს წარუდგინეს.

იტალიის მსგავს კონკურენტულ და ღვინის მდიდარი ტრადიციების მქონე ბაზარზე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელის დაინტერესება ნიმბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. MUVIS-ის ისტორიულ სივრცეში გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დინამიკურ წინსვლასა და მის მზარდ პოტენციალს ევროპულ ბაზარზე.

„იტალიაში, ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრში, მსგავსი მასშტაბის პრეზენტაციის გამართვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი წარმატებაა. რიკარდო კოტარელასთან თანამშრომლობა და იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის მხრიდან გამოხატული ინტერესი ადასტურებს, რომ ნიმბი სწორი გზით ვითარდება. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულად წარმოვაჩინოთ და ეს შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია,“ — აღნიშნავს ნიმბის თანადამფუძნებელი, ბაჩო ბუღდიაშვილი.

მეღვინეობა ნიმბი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებას და უახლოეს მომავალში მომხმარებელს არაერთ მნიშვნელოვან სიახლესა და პარტნიორობას ჰპირდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა