ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში
თიბისი კონცეპტი, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?
გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე 25 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ექსპოზიციას გალერეის ორი სართული ეთმობა, ორივე სართულის ექსპოზიცია მძაფრად არის ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მიუხედავად კონტრასტისა ერთ მთლიანობას ქმნის და დამთვალიერებელს მხატვრის სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ემოციას თუ კითხვებს აჩენს.
პირველი სართულის გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა დროს შექმნილი სკულპტურები და ინსტალაცია, ხოლო მეორე სართულზე მის მიერ 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი - ხელნაკეთი წიგნი “ელენეს”, მიძღვნილი მისი შვილისთვის, რომელიც გრაფიკული ჩანახატების ენაზე შესრულებული ერთი ნამუშევარია. ეს წიგნი განსაკუთრებული ეტაპია ხელოვანის შემოქმედებაში და მის დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში შეიძლება განიხილოს როგორც ერთ-ერთ საბაზისო ნამუშევრად.
როგორც ავტორი აღნიშნავს: „ამ წიგნში, ვესაუბრები ჩემს შვილს წარმოსახვითი ვიზუალური ენით, ვუზიარებ იმას, რასაც ვერ გავამჟღავნებდი, ან დავტევდი სიტყვებში, ნახატი ინახავს სინამდვილეს, რომელიც თვითონ გადმოსცა თავისუფალმა წარმოსახვამ ინტერპრეტაციის გარეშე“.
იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში ?
ეს სათაურია პირველ სართულზე წარმოდგენილი ექსპოზიციის. ნამუშევარი ასახავს სიტუაციას, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ექსპოზიცია გამოხატავს რამდენიმე რთულ კომბინაციას რომელიც ვერ წყდება მხოლოდ ერთ ჭრილში. თანმდევი ტექსტი ამ მრავალგანზომილებიანი დიალოგის მცირედი ვერსიაა, რომელიც ისევე როგორც პირველი ნამუშევარი „ელენეს“ დიდ სივრცეს უტოვებს მოფიქრალს და აღმქმნელს, რათა ბევრი კუთხიდან განიხილოს პრობლემა, სურათი თუ ექსპოზიცია.
ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.
გამოფენის გახსნა: 2024 წლის 25 ივლისი, 18:00-20:00 საათი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 25 ივლისი - 15 სექტემბერი, 2024.
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.