ნინო ზამბახიძე G100-ის ფარგლებში რომში გამართულ ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ,რომელიც G100-ის გლობალური ქალი ლიდერების ფერმერობის, აგროტურიზმისა და აგროტეკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, იტალიაში, ქალაქ რომში ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.
ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, თანასწორობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის თანასწორი ხელმისაწვდომობისა და სხვა თემების განხილვასთან ერთად, დიდი ყურადღება დაუთმეს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.
ნინო ზამბახიძე პირველი ქალია საქართველოდან, რომელიც 2021 წელს არჩეულ იქნა G100-ის ფერმერობის, აგროტურიზმის და აგროტეკის მიმართულების გლობალურ თავმჯომარედ.
G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ სექტორს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.