მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ნინოწმინდის თაფლის“ მწარმოებელი „კოდი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად პარტნიორს ეძებს

news image
mbc image

თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards-ზე ხარისხის ნომინაციაში,  უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედლის მიღების შემდეგ „ნინოწმინდის თაფლის - ალპიდას“ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად პარტნიორს ეძებს.

„კოდის“ საწარმო ახალციხეში ოპერირებს და ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი. მიღებული გვაქვს ჰასპის სერტიფიკატი. ჩვენი ფლაგმანი ნაწარმია „ნინოწმინდის თაფლი“, რომლის მიღებაც ხდება ჯავახეთის ზეგანზე, სადაც კოოპერატივის კუთვნილი სკებია განლაგებული. ნინოწმინდის თაფლი,როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი დაპატენტებულია საქპატენტში. ჩვენმა პროდუქტმა მეოთხედ მიიღო პრიზი ლონდონის ფესტივალზე და ბრმა დეგუსტაციის შედეგად უკვე მეორედ პლატინის მედალი მოიპოვა“,- ამბობს „კოდის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი.

კოოპერატივი „კოდი“ „ალპიდას“ ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების თაფლს აწარმოებს.

„ჩვენი საწარმო ემსახურება კოოპერატივის წევრებს. კოოპერატივის წარმადობა  სეზონების მიხედვით 3-6 ტონამდეა. ვაწარმოებთ ახალციხის, ნინოწმინდის, ანათალის, მაისის თაფლს. ასევე ვაწარმოებთ ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერსა და ფუტკრის ზეთებს“, - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.

მისი თქმით „კოდი“ ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა უცხოეთის ბაზრებზე გასვლას ვერ ახერხებს და ამ მიმართულებით პარტნიორს ეძებს.

„2018 წლიდან ჩვენი თაფლის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. პარტნიორის მოძებნის მიზნით დეგუსტაციებზე უნდა გაიგზავნოს თაფლი. ერთ-ერთი მიზეზი, რაც პარტნიორის მოძიებას აფერხებს, ისაა, რომ მცირე საწარმო ვართ და დიდ მასშტაბებზე ვერ გავდივართ. მცირეა წარმადობა, ევროპაში ექსპორტის შემთხვევაში კი ასეულობით ტონაზე და უწყვეტ მიწოდებაზეა საუბარი. საჭიროა უცხოეთში ფუტკრის პროდუქტების გამოფენებზე და დეგუსტაციებში მონაწილეობა და ამ კუთხით სახელმწიფოს დახმარება, რაც პარტნიორის პოვნას გაგვიადვილებს“, - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა