მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნიუ-იორკიდან ბათუმამდე: როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას

news image
mbc image

“ამბასადორი აილენდ ბათუმის” სახით სანაპირო ზოლზე ახალი გლობალური მიზიდულობის წერტილი იქმნება. პროექტი, რომელიც მასშტაბითა და შინაარსით სცილდება რეგიონულ ფარგლებს, ქვეყნის განვითარების ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს შლის. “ამბასადორი ჯგუფს” და ამერიკულ არქიტექტორულ კომპანია SHoP Architects შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელო (Façade Design Guideline/Book) ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ერთიანი არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინ-კოდის შემუშავებას, ამბასადორი აილენდ ბათუმის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი არის პროექტის არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ადგენს მშენებლობის ერთიან ესთეტიკურ კოდს, უმაღლესი ხარისხის სისტემურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს კუნძულის, როგორც ერთიანი მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრის, გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამბასადორის კუნძულის სახით იქმნება ინოვაციური ურბანული ეკოსისტემა - მომავლის ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, სმარტ-არქიტექტურას და ცხოვრების თანამედროვე ტემპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ნიუ-იორკში დაარსებული SHoP Architects ხუთ კონტინენტზე ოპერირებს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ არქიტექტურულ გაერთიანებად მიიჩნევა. ჯერ კიდევ 2014 წელს, Fast Company-მ ისინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა, ხოლო მათი ნამუშევრები დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მუდმივ კოლექციაშია დაცული.

SHoP-ის პორტფოლიო მსოფლიო არქიტექტურის სიმბოლოებს აერთიანებს: ბრუკლინის საკულტო Barclays Center, ნიუ იორკის მსოფლიოს ყველაზე მწვრილი ცათამჯენი 111 West 57th Street და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების სათავო ოფისები, როგორიცაა Google და Uber. კომპანიის ხელწერა ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის განუყოფლობაა - შედეგი ყოველთვის ერთიანი, მონუმენტური მთლიანობაა, რომელიც გარემოს კონტექსტს ცვლის.
ამბასადორი აილენდ ბათუმის მეშვეობით, საქართველო მკვიდრდება იმ პრესტიჟულ გეოგრაფიულ არეალში, სადაც აქამდე მხოლოდ ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი ან სინგაპური დომინირებდნენ.

ათწლეულების განმავლობაში გლობალური არქიტექტურული ტრენდები მხოლოდ რამდენიმე მეგაპოლისზე იყო ორიენტირებული. დღეს ეს გეოგრაფია იცვლება. საქართველო აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო ინვესტიციების ან ცალკეული ბრენდების პასიური მიმღები - ამბასადორის კუნძულის სახით საქართველო პოზიციონირებს, როგორც უმაღლესი გლობალური სტანდარტის პროექტების ეკოსისტემის ინიციატორი.

ეს პროექტი არის მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს და თავად შექმნას მომავლის არქიტექტურა, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა