მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

Noa's Store ასორტიმენტს აფართოებს და ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს

news image
mbc image

Noa's Store საბავშვო ბუტიკია, რომელიც მომხმარებლებს გამორჩეულ სამოსს, ევროპული ტოპ ბრენდების პროდუქციას, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს სთავაზობს. ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Noa's Store-ის დამფუძნებელი სალომე ხურციძე ესაუბრა.

როგორია Noa's Store-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Noa's Store 5 წლის წინ შეიქმნა. მისი დაარსების მთავარი ინსპირაცია ჩემი შვილი იყო - სწორედ მისი დაბადების შემდეგ გაჩნდა იდეა ამ ბუტიკის შექმნის შესახებ. თავდაპირველად, საქმიანობა ონლაინ ფორმატში დავიწყეთ, ხოლო უკვე 7 თვეა, რაც ქუთაისში ჩვენი პირველი ფიზიკური ბუტიკიც გავხსენით. დღეს მომხმარებლებს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ ვემსახურებით.

როგორია დღეს თქვენი ასორტიმენტი და რა პროდუქციის კატეგორიებით არის წარმოდგენილი ბუტიკი?

Noa's Store მომხმარებლებს გამორჩეულ და განსხვავებულ საბავშვო სამოსს სთავაზობს. ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია ევროპული ტოპ ბრენდების პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან. ბუტიკში მხოლოდ ტანსაცმელი არ არის ხელმისაწვდომი - მომხმარებლებს ვთავაზობთ საბავშვო ფეხსაცმელს, აქსესუარებს, ეკოლოგიურად სუფთა, ხის ვინტაჟურ სათამაშოებსა და სადღესასწაულო დეკორის მრავალფეროვან ინვენტარს.

გარდა ამისა, Noa's Store მომხმარებლებს სხვადასხვა დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ნათლობის ყუთების ინდივიდუალური დამზადება. ჩვენი მიზანია პატარების მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და საჭირო ნივთები ერთ სივრცეში შევთავაზოთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია ფილიალი თბილისში გავხსნათ, შემდეგ კი საქმიანობა საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გავაფართოოთ. პარალელურად, ვაგრძელებთ ასორტიმენტის განახლებასა და ახალი პროდუქტების დამატებას, რათა მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ განსხვავებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხი, მრავალფეროვნება და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა.

ინფორმაციისთვის, Noa's Store ქალაქ ქუთაისში, წერეთლის ქუჩა N38-ში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა