„ნოსტე“ საფირმო მაღაზიების ქსელს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას
„ნოსტე“ ქართული ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად საფირმო მაღაზიების ქსელსა და პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია ასევე მუშაობს ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებაზე.
აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia „ნოსტეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, სოფიო მაისურაძეს ესაუბრა.
რა სიახლეებია ამ ეტაპზე „ნოსტეში“და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?
ჩვენი კომპანია მუდმივად ახორციელებს ბაზრის კვლევას და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ „ნოსტეს“ ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანია სტაბილურად ფართოვდება და მენეჯმენტის პრიორიტეტად რითეილი ანუ მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება რჩება - მაღალი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული ქათმის ხორცპროდუქტებით. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ნოსტეს საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდაზე ფიქრს.

როგორია მომხმარებლის მოთხოვნის დინამიკა და შეიცვალა თუ არა მოთხოვნა პროდუქტების ან ასორტიმენტის მიმართულებით?
„ნოსტეს“ მრავალრიცხოვანი ერთგული მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად მზარდია, რაც დასტურდება ჩვენს მიერ 2026 წლის დასაწყისში ჩატარებული ბაზრის კვლევებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კომპანიის 400-ზე მეტი თანამშრომლის ოჯახის წევრების საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილია ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტები.
ქათმის ხორცპროდუქტების ასორტიმენტზე მოთხოვნა რადიკალურად შეიცვალა მთლიანი ქათმის ტრადიციული შენაძენიდან - სორტირებულ პროდუქტებზე. მომხმარებლის ჩვევა შეეძინათ მთლიანი ქათამი კერძის მოსამზადებლად, ჩაანაცვლა მოთხოვნამ ქათმის კონკრეტულ ნაწილებზე როგორიც არის ყველაზე მოთხოვნადი ტოპ პროდუქტები ფილე და ბარკალი, ასევე ფრთა და სხვა კონკრეტული სახეობის ნაწილები.

ბოლო ინტერვიუში საუბრობდით ასორტიმენტის გაფართოებასა და ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებაზე - რა ეტაპზეა ეს გეგმები და ხომ არ დაემატა კომპანიას ახალი პროდუქტები?
ასორტიმენტის გაფართოებას მომხმარებლის მოთხოვნა განაპირობებს. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მომხმარებლის მიერ დატოვებულ უკუკავშირს ჩვენი საფირმო მაღაზიების ქსელში და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებს მოვარგოთ ჩვენი პროდუქტი და მომსახურება. მიღებულმა უკუკავშირმა განაპირობა მაგალითად მთლიანი ბარკლის ალტერნატივად მისი განცალკევებული სახით წარმოდგენა ასორტიმენტში. მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს არა მხოლოდ მთლიანი ბარკალი, არამედ მისთვის უფრო მეტად სასურველი ნაწილი მენჯი ან ბარკლის ძირი, არა მხოლოდ ფრთა - არამედ ფრთის ძირი ან ფრთის შუა ნაწილი კონკრეტულად.
რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებს, აღნიშნული პროექტზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და როდესაც პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარზე წარდგენა დაიგეგმება აუცილებლად გაგიზიარებთ კონკრეტულ სიახლეებს.
რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?
კომპანიის პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება მომხარებლისათვის ჯანსაღი და გემური თვისებებით გამორჩეული პროდუქტის მიწოდება. კომპანიის მენეჯმენტი ამისთვის ახორციელებს მუდმივ კვლევებს, ერთვება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ინიცირებულ პროექტებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების სრულყოფისა და უსაფრთხოების მიზნით.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.