მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

„ნოსტე“ საფირმო მაღაზიების ქსელს აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

„ნოსტე“ ქართული ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის შესაბამისად საფირმო მაღაზიების ქსელსა და პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია ასევე მუშაობს ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებაზე.

აღნიშნულ საკითხებზე Business Insider Georgia „ნოსტეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, სოფიო მაისურაძეს ესაუბრა.

რა სიახლეებია ამ ეტაპზე „ნოსტეში“და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?

ჩვენი კომპანია მუდმივად ახორციელებს ბაზრის კვლევას და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ „ნოსტეს“  ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანია სტაბილურად ფართოვდება და მენეჯმენტის პრიორიტეტად რითეილი ანუ მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება რჩება - მაღალი ხარისხის, ჯანსაღი, ქართული ქათმის ხორცპროდუქტებით. სწორედ აღნიშნული განაპირობებს ნოსტეს საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდაზე ფიქრს.

როგორია მომხმარებლის მოთხოვნის დინამიკა და შეიცვალა თუ არა მოთხოვნა პროდუქტების ან ასორტიმენტის მიმართულებით?

„ნოსტეს“ მრავალრიცხოვანი ერთგული მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად მზარდია, რაც დასტურდება ჩვენს მიერ 2026 წლის დასაწყისში ჩატარებული ბაზრის კვლევებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კომპანიის 400-ზე მეტი თანამშრომლის ოჯახის წევრების საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილია ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტები.

ქათმის ხორცპროდუქტების ასორტიმენტზე მოთხოვნა რადიკალურად შეიცვალა მთლიანი ქათმის ტრადიციული შენაძენიდან - სორტირებულ პროდუქტებზე. მომხმარებლის ჩვევა შეეძინათ მთლიანი ქათამი კერძის მოსამზადებლად, ჩაანაცვლა მოთხოვნამ ქათმის კონკრეტულ ნაწილებზე როგორიც არის ყველაზე მოთხოვნადი ტოპ პროდუქტები ფილე და ბარკალი, ასევე ფრთა და სხვა კონკრეტული სახეობის ნაწილები.

ბოლო ინტერვიუში საუბრობდით ასორტიმენტის გაფართოებასა და ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებაზე - რა ეტაპზეა ეს გეგმები და ხომ არ დაემატა კომპანიას ახალი პროდუქტები?

ასორტიმენტის გაფართოებას მომხმარებლის მოთხოვნა განაპირობებს. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს მომხმარებლის მიერ დატოვებულ უკუკავშირს ჩვენი საფირმო მაღაზიების ქსელში და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებს მოვარგოთ ჩვენი პროდუქტი და მომსახურება. მიღებულმა უკუკავშირმა განაპირობა მაგალითად მთლიანი ბარკლის ალტერნატივად მისი განცალკევებული სახით წარმოდგენა ასორტიმენტში. მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს არა მხოლოდ მთლიანი ბარკალი, არამედ მისთვის უფრო მეტად სასურველი ნაწილი მენჯი ან ბარკლის ძირი, არა მხოლოდ ფრთა - არამედ ფრთის ძირი ან ფრთის შუა ნაწილი კონკრეტულად.

რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებს, აღნიშნული პროექტზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და როდესაც პროდუქტის სამომხმარებლო ბაზარზე წარდგენა დაიგეგმება აუცილებლად გაგიზიარებთ კონკრეტულ სიახლეებს.

რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?

კომპანიის პრიორიტეტად ყოველთვის დარჩება მომხარებლისათვის ჯანსაღი და გემური თვისებებით გამორჩეული პროდუქტის მიწოდება. კომპანიის მენეჯმენტი ამისთვის ახორციელებს მუდმივ კვლევებს, ერთვება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ინიცირებულ პროექტებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების სრულყოფისა და უსაფრთხოების მიზნით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

05.10.2026.10:56

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.

თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა