„ნოვა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
კომპანია „ნოვა", რომელიც 2006 წელს დაარსდა და დღეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
„ნოვას" წარმოების მიმართულება მოიცავს თუნუქის, პოლიეთილენის, საიზოლაციო მასალა XPS-ის, წებო-ცემენტებისა და შავი მეტალის 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Nippon Paint-ის ჯგუფი: BETEK და FAWORI; Saint Gobain-ის ჯგუფი: IZOCAM და RIGIPS; INGCO; BIEN.
„ნოვას" მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური, გორი, თელავი და მარნეული, სადაც მომხმარებლისთვის კომპანიის შეთავაზებული სრული ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. 2024 წლიდან კი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია კიდევ რამდენიმე რეგიონში გახსნის ფილიალებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნოვამ BETEK-ის ბრენდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა ამ ბრენდის წებო-ცემენტების წარმოების ფრენჩაიზი, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.
კომპანიის მიზანია უახლოეს მომავალში ქართული ნაწარმი პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი გაფართოება ამიერკავკასიის რეგიონში.
„მივესალმებით ერთ-ერთი უმსხვილესს მწარმოებელ, იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანია „ნოვას" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. სწორად ასეთი წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები კიდევ უფრო აძლიერებენ ბიზნეს სექტორს და ქვეყანაში ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება და ერთობლივად შევძლებთ იმ ამოცანების მიღწევას, რომელიც დღეს ბიზნეს სექტორის წინაშე დგას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.