„ნოვაგი“ ბიომარწყვის შემდეგ, ბოსტნეულის წარმოებას იწყებს
საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს.
როგორც Business Insuder Georgia-ს კომპანია „ნოვაგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჯოლოგუამ განუცხადა, წელს ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ ბაზარს 300 კილომდე ბიო მარწყვს მიაწვდის.
„ნოვაგის“ სასათბურე მეურნეობა ბანკიდან დაფინანსების მიღების შედეგად გაფართოვდა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება
გიორგი ჯოლოგუა ამბობს, რომ წელს ბიომეურნეობას კიდევ 5 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება და „ნოვაგი“ შერეული ბოსტნეულის წარმოებას დაიწყებს.
„მარწყვიც გვექნება, თუმცა ძირითადი აქცენტი ბოსტნეულზე გაკეთდება. ვგეგმავთ კიტრი-პომიდვრის, ბროკოლის, სატაცურის, მწვანილის წარმოებას. სათბურში იმ ბოსტნეულს მოვიყვანთ, რომელიც ღია გრუნტზე იჩაგრება, ხოლო ღია გრუნტზე გვექნება ბროკოლი, სატაცური. ბიო-ბოსტნეულის შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ სასათბურე მეურნეობებში მივუღებთ 10 ტონამდე პომიდვრის, 12-ტონამდე კიტრისა და 3 ტონამდე ბულგარული წიწაკის მოსავალს. ასევე ვგეგმავთ კომპანიონი მცენარეების ერთად დარგვას“, - ამბობს გიორგი ჯოლოგუა.
„ნოვაგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, Business Insider Georgia-სთან ასევე ბიომეურნეობებში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.
პირველია კადრების დეფიციტი, ხოლო მეორე ბიომეურნეობების სიმცირე, რაც ქსელის შენარჩუნებას აფერხებს.
„კვალიფიციური კადრების დეფიციტია ქვეყანაში. რთულია საბოლოოდ კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება. მეორეა, ის რომ საქართველოში ცოტაა ბიომეურნეობა, ასევე ჩვენს მიმდებარედაც და საკმაოდ რთულია ქსელის შენარჩუნება. ჩვენ ორ ჰექტარზე გვაქვს ბიომეურნეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მიკროფლორა და სასარგებლო მწერები მავნე ზემოქმედებისგან.
რთულია მოსავლის მიღება, როცა შხამქიმიკატებს არ ვიყენებთ და უხეში ჩარევა არ ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან, ძალიან დიდი რისკია მოსავლის გაფუჭების. ორი წლის წინ მარწყვის სათბურში დაავადებას ვერ მოერია ბიოპრეპარატი და ნახევრად მსხმოიარე სანერგე მასალის ამოძირკვა მოგვიწია და განადგურება, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო, რაც დიდ ზარალთან იყო დაკავშირებული“, - ამბობს „ნოვაგის“ დამფუძნებელი .
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.