ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - დარეგისტრირდით VET.GE-ზე და აირჩიეთ „სქილვილი“ | რეგისტრაცია 9 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება
კოლეჯ „სქილვილში“ 10 პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაცია VET.GE-ზე 9 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება, სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სწავლა შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც, რაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს, ისე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია VET.GE-ზე რეგისტრაცია, დაწესებულებად „სქილვილის“ მონიშვნა და სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამის არჩევა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.

„სქილვილის“ პროფესიული სადიპლომო პროგრამები 10-დან 19 თვემდე გრძელდება. სასწავლო მოდელი აერთიანებს პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ დავალებებს, დარგის მოქმედ სპეციალისტებთან ურთიერთობასა და კარიერულ მხარდაჭერას. კოლეჯი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეც მუშაობს, რათა სწავლების ხარისხი ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და დამსაქმებელთა მოთხოვნებს პასუხობდეს.
პროფესიული სადიპლომო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს. დიპლომის წარდგენა შესაძლებელია ევროპულ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.
10 პროფესიული სადიპლომო პროგრამა
• Front-End პროგრამირება - 11 თვე. ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების ვიზუალური და ინტერაქტიული ნაწილის შექმნა.
• კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 18 თვე. ქსელების, კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა და მართვა.
• IT ინფრასტრუქტურის მართვა - 10 თვე. ორგანიზაციის ტექნოლოგიური გარემოს გამართული, უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა.
• პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი (Full-Stack პროგრამირება) - 19 თვე. პროგრამებისა და ციფრული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და შექმნა როგორც მომხმარებლისთვის ხილულ, ისე სისტემურ ნაწილში.
• ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები - 13 თვე. AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნა.
• ციფრული მარკეტინგი - 11 თვე. ბრენდების ონლაინ განვითარება, კონტენტი, სოციალური მედია, SEO, SEM და შედეგების ანალიზი.
• მონაცემთა ანალიტიკა - 14 თვე. მონაცემების დამუშავება, გააზრება და ბიზნეს თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენება.
• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება QA - 15 თვე. ციფრული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, დეფექტების აღმოჩენა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაცია.
• IT პროექტების მენეჯმენტი - 12 თვე. ტექნოლოგიური პროექტების, გუნდების, ვადების, რისკებისა და შედეგების მართვა.
• ბუღალტრული აღრიცხვა - 18 თვე. კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი.
პრაქტიკიდან დასაქმებამდე
კარიერული კავშირები „სქილვილის“ სასწავლო მოდელის ნაწილია. კოლეჯი 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს, ხოლო 2026 წლის დასაქმების ფორუმმა სტუდენტები 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელთან დააკავშირა. ასეთი შეხვედრები სტუდენტებს ეხმარება, უკეთ გაიგონ დამსაქმებლის მოლოდინები და სწავლების პერიოდშივე დაიწყონ პროფესიული კავშირების შექმნა. ტექნოლოგიური და ციფრული პროფესიების სპეციფიკა კურსდამთავრებულებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად ითანამშრომლონ საერთაშორისო კომპანიებთან და ჩაერთონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებში, კონკრეტული პროფესიისა და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად.
საერთაშორისო გამოცდილება
სტუდენტები უკვე მონაწილეობდნენ ტოკიოში გამართულ World Youth Leadership Conference-ში. მომდევნო საერთაშორისო კალენდარში დაგეგმილია ლუგანოს Plan ₿ Forum, შვეიცარიის ICT Study Mobility, World AI Cannes Festival, GITEX AI Mediterranean რომში და London Tech Week.

როგორ დარეგისტრირდეთ
რეგისტრაცია 9 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. აპლიკანტმა VET.GE-ზე უნდა აირჩიოს კოლეჯი „სქილვილი“ და სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, თუმცა რეგისტრაციის გარეშე ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა შეუძლებელია.

რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - ნუ დაელოდებით ბოლო დღეს.
სხვა სიახლეები
2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.11:00
Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
„2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).
ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.
დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.
ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა", - აღნიშნულია ანგარიშში.