მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

ყველაფერს აქვს საწყისი, განვითარება და დასასრული. ჩვენი ნაკრების კაპიტნის წასვლის დროც დადგა და ყველამ ვიგრძენით, თითქოს ამდენმა წელმა ელვის სისწრაფით ჩაირბინა. დროის მარადიულ სვლას ვერაფერი აჩერებს. ყოველ დასასრულს სენტიმენტები ახლავს თან, თუმცა ასეთ მომენტებში თავად კაპიტნის სიტყვა გიმაგრებს გულს. გურამ კაშიამ ხომ თქვა: გული არაფერზე მწყდება, არ გვინდა სევდაო.

2 ივნისს, 21:00-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. ამ ამხანაგურ მატჩს ქართველი ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება - ეროვნული გუნდის მაისურით გურამ კაშიას ბოლოჯერ ვიხილავთ. ეს მისთვის 129-ე შეხვედრა იქნება, რითაც ის ნაკრების აბსოლუტური რეკორდსმენია.

კაშია ნამდვილი კაპიტანია - მებრძოლი, სამაგალითო, დამმუხტავი, შრომისმოყვარე, დაუღლელი და სამართლიანი. სწორედ მისი თაოსნობით გავიდა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე. გაგახსენებთ: საბერძნეთთან მატჩში კაშიას ურთულესი ამოცანა ჰქონდა - მას ფიზიკურად “მონსტრი” ფორვარდის, ფოტის იოანიდისის განეიტრალება ევალებოდა, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში კარისკენ დარტყმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2009 წლის 1 აპრილს შედგა - 21 წლის კაშიას მთავარი გუნდის კარი არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა გაუხსნა. საერთო ჯამში, მან ექვსი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშა: კუპერი თემურ ქეცბაიამ ჩაანაცვლა, შემდეგ იყვნენ კახაბერ ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი, რამაზ სვანაძე და ვილი სანიოლი. საგულისხმოა, რომ კაშია თითოეული მათგანისთვის შეუცვლელ მოთამაშესა და მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა.

მხურვალე აპლოდისმენტებითა და გულწრფელი ემოციებით გააცილა საყვარელი გუნდის კაპიტანი არნემის “ვიტესის” ქომაგმაც. ნიდერლანდურ კლუბში კაშიამ რვა წელი გაატარა და გუნდში მისვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. გარდა იმისა, რომ გურამი გუნდის უცვლელი ლიდერი გახლდათ და კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით დღემდე საუკეთესოა, სწორედ მან აღმართა ხელში “ვიტესის” არსებობის მანძილზე ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი უმაღლესი ტიტული - 2016/17 წლების სეზონში გუნდი ნიდერლანდების საფეხბურთო თასს დაეუფლა.

“ვიტესთან” ემოციური განშორების შემდეგ, ძალები MLS-ში მოსინჯა და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად “სან ხოსეს” მაისური მოირგო. ამერიკული გუნდის ღირსება კაშიამ 45 შეხვედრაში დაიცვა, რის შემდეგაც, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბრატისლავის “სლოვანს” შეუერთდა. “ეს საოცარი მოგზაურობა იყო”, - ასეთი სიტყვებით გამოემშვიდობა გურამი “სან ხოსეს” ქომაგებს.

კარიერის დასკვნითი ნაწილი კაშიამ “სლოვანში“ გაატარა, სადაც ხუთი ბრწყინვალე და სტაბილური სეზონი ჩაატარა. ბრატისლავაში იგი საქართველოს ნაკრების ყოფილ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად მუშაობდა. ვაისმა სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ კაშია საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც კი მას ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გაუწვრთნია. ამ პერიოდში გურამმა სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო და გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

“კენწეროში გატკბილდების“ - ეს სიტყვები გურამ კაშიას კარიერას იდეალურად შეესაბამება. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ცხოვრების გზამ იგი იმ წერტილამდე მიიყვანა, როდესაც 37 წლის ასაკში, სულ რაღაც სამთვიან ინტერვალში, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ გუნდებს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა.

ახლა კი დამშვიდობების დროა. დავუჯეროთ კაპიტანს და ნუ დაგვწყდება გული - დღეს უკვე ახალი ნაკრების მშენებლობის დროა. „ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“, მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმეთ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი, რომლის დროსაც ყველამ დავიჯერეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

https://www.facebook.com/reel/2070447120517490/

ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

02.06.2026.14:22

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას l პრემიერი

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, - ამის შესა...

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას l პრემიერი
ბიზნესი
image ახალი პროდუქტები, გაფართოებული ქსელი და მეტი ხელმისაწვდომობა - როგორ ხვდება Mini Melts ზაფხულის სეზონს

02.06.2026.14:00

Minimelts პირველი ნანო-ნაყინია საქართველოში, რომელიც თხევადი აზოტის ტექნოლოგიით მზადდება. Minimelts-ის მთავარი ბუღალტერი, ქეთო კახიძე Business Insider Georgia-სთან კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

რა სიახლეებით ხვდება Mini Melts ახალ სეზონს - თუ დაემატა ახალი გემოები, ან ლოკაციები?

Mini Melts ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ახალი პლომბირის ნაყინები, რომელთა დაგემოვნებაც ბათუმში, კაფე Mini Melts-ში (ჰ. აბაშიძის N60) არის შესაძლებელი. ამასთან, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენი ნაყინი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე წარმოდგენილი ვართ ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა „სითი მოლი“, „გალერეა თბილისი“, „ვაკის პარკი“, „თბილისი მოლი“ და სხვა მრავალი.

ზაფხულის სეზონი ნაყინის ბიზნესისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია - როგორია მომხმარებლის მოთხოვნა წელს და რა ტენდენციებს ხედავთ?

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის ნაყინს ვთავაზობთ და ვცდილობთ, ჩვენი პროდუქციის გაცნობა და დაგემოვნება მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ.

დღეს მომხმარებელთა ქცევასა და არჩევანზე სოციალურ მედიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, როგორც პროდუქციის სწორად წარმოჩენას, ისე მომხმარებლების უკუკავშირსა და შეფასებებს. ამასთან, შევნიშნეთ მზარდი მოთხოვნა ხელმისაწვდომ ლოკაციებზე, რის გამოც აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე, რათა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს Mini Melts-ის ნაყინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

გასულ პერიოდში საუბრობდით ქსელურ მარკეტებში შესვლის გეგმაზე - რა ეტაპზეა ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია რითეილ მიმართულება კომპანიისთვის?

რითეილ მიმართულების განვითარებაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, რის შედეგადაც პროდუქცია დღეს უკვე „სმარტის“, „ვეი-მარტისა“ და „ევროპროდუქტის“ ფილიალებშია წარმოდგენილი. ამ ეტაპზეც აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ქსელურ მარკეტებთან. რითეილ სექტორი მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება პროდუქტი, მით უფრო იზრდება მისი ცნობადობა და მოთხოვნა, რაც კომპანიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორია კომპანიის განვითარების გეგმები მიმდინარე სეზონსა და წლის ბოლომდე, რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს?

კომპანიის მიმდინარე მიზანია ბრენდის ცნობადობის ზრდა და პროდუქტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ლოკაციებისა და პარტნიორი ობიექტების მოძიებას, ასევე ქსელური მარკეტების გაფართოებას. მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხის შენარჩუნებაზე, ახალი პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტული გამოცდილების შექმნაზე - რათა მათ შეძლონ Mini Melts-ის ნაყინის შეძენა იქ, სადაც სურთ და როცა სურთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა