მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ოჯახური“ გაეროს გლობალური შეთანხმების UN Global Compact - ის წევრი გახდა

news image
mbc image

ქართული სუნელების ბრენდი „ოჯახური“ ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა. კომპანიას პარტნიორობის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი უკვე გადაეცა.

UN Global Compact-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ „ოჯახური“ იღებს პასუხისმგებლობას 10 საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის მიმართ, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებს, შრომის სტანდარტებს, გარემოს დაცვასა და კორუფციასთან ბრძოლას.

„ჩვენთვის ეს მხოლოდ სტატუსი არ არის, ეს არის ვალდებულება, ვიყოთ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესი და წარვმართოთ კომპანიის ზრდა სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია ბრენდის საერთაშორისო მასშტაბის გაფართოების პროცესში.

ცნობისთვის, „ოჯახური“ ერთ-ერთი პირველი ქართული სუნელების ბრენდია, რომელიც მსგავსი სახის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა.

„კომპანიისთვის ეს პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ მდგრადობის კუთხით, არამედ ქვეყნის ბიზნეს სექტორის გლობალურ რუკაზე პოზიციონირების თვალსაზრისითაც.

წევრობის ფარგლებში „ოჯახური“ იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად წარადგინოს პროგრესის ანგარიში და გააგრძელოს აქტიური ჩართულობა გლობალური მიზნებისთვის“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

კომპანიამ სტატუსის მინიჭების შემდეგ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და პასუხისმგებელი ბიზნესპრაქტიკების გაძლიერებას. მათ შორის:

  • ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა სპეციფიკური ნარჩენების მართვის მეშვეობით – პრაქტიკული მიდგომების გაცნობა და გადამუშავების თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება.
  • ვორქშოპი: სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა – შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლები – კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
  • ESG ანგარიშგება გლობალურ და ადგილობრივ ასპარეზზე – მდგრადი დაფინანსების სამოქმედო პლატფორმა – პასუხისმგებელი ინვესტირების და ანგარიშგების სტანდარტების გაცნობა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა