„ოჯახური“ გლობალურ ბაზრებზე ფართოვდება
კომპანია ,,ოჯახურის“ პროდუქტებზე მოთხოვნა გააქტიურდა. უკრაინის ბაზარზე საომარი მოქმედებების გამო გადაზიდვების შეზღუდვის პარალელურად ,,ოჯახურის" რეალიზაციამ დიდწილად საბერძნეთის, ჩეხეთის, კანადის, გერმანიის, ლატვიის და ავასტრალიის ბაზრებზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება ასორტიმენტს, კომპანიის მიერ წარმოებული ჯემები, კომპოტები და მწნილები ქვეყნის გარეთ ძალიან პოპულარულია.
„უკრაინაზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტის 30%- ზე მეტი მოდიოდა, მაგრამ ომის გამო გადაზიდვები შეგვიმცირდა. ამიტომ სწორება პარალელურ ბაზრებზე გავაკეთეთ, ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება საბერძნეთში, ჩეხეთში, კანადაში, გერმანიაში, ლატვიისა და ავასტრალიაში, გარკვეული მოცულობა გადის რუსეთშიც. სამომავლოდ საექსპორტო მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენი მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ხარისხი და გავზარდოთ ასორტიმენტი, შევქმნათ ახალი პროდუქტები და ერთად გავაგემრიელოთ კერძები ,,ოჯახურით“ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia- თან.
რაც შეეხება ნედლეულს, როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საქართველოში მოყვანილი პროდუქტების გადამუშავების შედეგად იწარმოება.
ექსპორტირებულ პროდუქტებს შორისაა თეთრი ბლის, კაკლის და საზამთროს მურაბები; მწვანე პომიდვრის, ნივრის და ჯონჯოლის მწნილები, ასევე კლასიკური და ცხარე საწებლები.
გასულ წელს „ოჯახურმა“ ექსპორტზე 100 000 ევროს ღირებულების ჯემები, კომპოტები და მარინადები გაიტანა. ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.