„ოჯახური“ სააღდგომოდ გაყიდვების 50%-იან ზრდას ელოდება
ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ მომხმარებლებს სააღდგომო პროდუქციაზე წამახალისებელ აქციებს სთავაზობს. მსხვილ ქსელურ მარკეტებში მყიდველს „ოჯახურის“ გამორჩეული სტენდები დახვდება.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე ნეფარიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, სუნელ-სანელებლებლები სპეციალური შეთავაზებით გაიყიდება.
„მომხმარებლისთვის პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ. „ოჯახურის“ გამორჩეული სტენდები ყველა წამყვან სუპერმარკეტში განვათავსეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციის ფარგლებში შეიძინოს ილი, დარიჩინი, საკონდიტრო მოსაყრელი, ენდრო და სხვა. რაც შეეხება შედარებით ახალ პროდუქტის - მწვანე ტყემალს ჩაქაფულისთვის, მასზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სააღდგომო გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. სააღდგომო აქცია 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება ფასებს, „ოჯახურის" სანელებლების ღირებულება 3 - 5 ლარის ფარგლებში მერყეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.