მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

„ოჯახური“ საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს - ბრენდი ამერიკის ბაზარზე შევიდა

news image
mbc image

„ოჯახური“ საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ფილადელფიაში, უახლოეს პერიოდში კი ნიუ-იორკშიც იქნება წარმოდგენილი.

რა მნიშვნელობა აქვს „ოჯახურისთვის“ აშშ-ის ბაზარზე შესვლას, რომელი პროდუქტებია უკვე ხელმისაწვდომი ამერიკელი მომხმარებლებისთვის და რა გეგმები აქვს კომპანიას საერთაშორისო გაფართოების მიმართულებით, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ოჯახურის“ მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ბარნაბიშვილი ესაუბრა.

ბოლო პერიოდში „ოჯახურმა“ მნიშვნელოვანი სიახლე გააზიარა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც შევიდა. რას ნიშნავს ეს ნაბიჯი კომპანიისთვის და რამდენად რთული იყო ამ ბაზარზე შესვლა?

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლა „ოჯახურისთვის“ მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია და ადგილობრივ ბრენდებსაც აქვთ შესაძლებლობა, ღირსეულად წარდგნენ გლობალურ ბაზარზე.

ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია ფილადელფიაში, ხოლო უახლოეს მომავალში ნიუ-იორკშიც იქნება წარმოდგენილი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც საშუალება ექნებათ მარტივად შეიძინონ მათთვის საყვარელი ქართული სანელებლები და ტრადიციული პროდუქტები. 

რა თქმა უნდა, ამერიკის ბაზარზე შესვლა მოითხოვს მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას, პარტნიორების სწორად შერჩევასა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას. თუმცა, სწორედ ეს პროცესი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განვავითაროთ ბრენდი და გავაძლიეროთ „ოჯახურის“ საერთაშორისო პოზიციები.

რომელი პროდუქტებია უკვე ხელმისაწვდომი ამერიკის ბაზარზე და როგორ შეარჩიეთ ის ასორტიმენტი, რომელიც უცხოელ მომხმარებელს შესთავაზეთ?

ამერიკის ბაზარზე წარმოდგენილია ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდება ქართულ კულინარიულ ტრადიციებთან და სტაბილურად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებში.

ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სახეობის სანელებლებს, მზა საკმაზებსა და ტრადიციულ ქართულ პროდუქტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროდუქციას, რომლებიც მომხმარებელს ყოველდღიურ მომზადებას უმარტივებს და ავთენტურ ქართულ გემოს ინარჩუნებს.

ასორტიმენტის შერჩევისას გავითვალისწინეთ როგორც ქართველი ემიგრანტების მოთხოვნები, ისე უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი ქართული სამზარეულოს მიმართ. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ბაზრებს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც ხარისხით, ბუნებრივი შემადგენლობითა და ავთენტური გემოთი გამოირჩევა.

როგორ აფასებთ მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე? რომელ პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი ინტერესი?

ბოლო წლებში მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ხარისხიან, ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქტებს და იმ გადაწყვეტებს, რომლებიც სამზარეულოში დროს ზოგავს.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მზა საკმაზების ხაზი, რომელიც სხვადასხვა კერძისთვის სპეციალურად დაბალანსებულ სანელებლებს აერთიანებს. ასევე, მაღალი მოთხოვნაა ტრადიციულ ქართულ სანელებლებზე, როგორიცაა სვანური მარილი, ხმელი სუნელი, უცხო სუნელი, აჯიკა და სხვადასხვა სახეობის სანელებლები. 

საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებით საინტერესოა ის პროდუქტები, რომლებიც ქართულ კულინარიულ იდენტობას წარმოაჩენს და მომხმარებელს ავთენტური გემოს გამოცდილებას სთავაზობს.

სამომავლოდ, გეგმავთ თუ არა ექსპორტის კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი საერთაშორისო ბაზრების ათვისებას? 

ექსპორტის განვითარება „ოჯახურის“ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაძლიეროთ პოზიციები უკვე არსებულ ლოკაციებზე და პარალელურად შევიდეთ ახალ საერთაშორისო ბაზრებზეც.

ამერიკის ბაზარზე შესვლა მხოლოდ დასაწყისია. აქტიურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოძიებაზე და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებს, სადაც ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

ჩვენი ხედვაა, რომ „ოჯახური“ გახდეს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხმარებლებს ხარისხიან, ავთენტურ და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ ქართულ პროდუქტებს შესთავაზებს.

და ბოლოს, დავამატებ ჩვენთვის ექსპორტი მხოლოდ პროდუქციის გატანას არ ნიშნავს, ეს არის ქართული გემოს, კულინარიული კულტურისა და ადგილობრივი წარმოების საერთაშორისო ბაზრებზე ღირსეული წარმოჩენა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

26.10.2026.16:18

„ვოლნათს.ჯი“ საგარეჯოში კაკლის მოსავლის აღების პროცესშია. წელს კომპანია საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 600 ტონა მოსავალს ელოდება, დამატებით კი ადგილობრივი ფერმერებისგან 1,200 ტონამდე კაკალს ჩაიბარებს. მოსავლის მიღებასა და დამუშავებას თანამედროვე საწარმო უზრუნველყოფს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით შენდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 30 მილიონ ლარამდეა, საიდანაც ბანკის დაფინანსება 13 მილიონ ლარს შეადგენს. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.

კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.

სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა