მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ოჯახური“ სანელებლების ასორტიმენტს ზრდის, ახალი პროდუქტები ბაზარზე მალე გამოჩნდება

news image
mbc image

 

ქართული სანელებლების კომპანია ,,ოჯახური"  ასორტიმენტს ზრდის. უახლოეს მომავალში წარმოებას რამდენიმე ახალი პროდუქტი დაემატება. მათ შორის, უნიკალური სანელებლები და ტყემალი, რომელიც გაყიდვაში რამდენიმე კვირაში  ჩაეშვება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.

,,ვაგრძელებთ ტრადიციას და მომხმარებელს რამდენიმე ახალ გემოს წელსაც შევთავაზებთ. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ტყემლის წარმოებაზე, ეტიკეტირების პროცესს გავდივართ და პროდუქტი რეალიზაციაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

ასევე იზრდება ასორტიმენტი სანელებლების მიმართულებით, რაც ასევე სიურპრიზი იქნება მომხმარებლებისთვის. კერძოდ, ეს არის დაფქული ხახვი, ხახვის ფანტელი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი,  ხინკლის საკმაზი, როზმარინი, რძის ფხვნილი,  ტყემალი (მწვანე, წითელი და ყვითელი)  და კაკლის მურაბა, რომელიც ამ დრომდე ექსპორტზე გადიოდა. აღნიშნული პროდუქტები საექსპორტო ხაზსაც დაემატება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქტებსაც კარგად მიიღებს მომხმარებელი. ჩვენი პროდუქცია  არის 100 %-ით ნატურალური, რაც კომპანიის მთავარი პრიორიტეტია", - ამბობს სალომე ნეფარიძე.

როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა