მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ოქროყანა რეზიდენსის პროექტში აპარტამენტების 70% უკვე გაყიდულია

news image
mbc image

ოქროყანა რეზიდენსის პროექტში აპარტამენტების 70%-ი უკვე გაყიდულია, აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნანა ალავიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიას სამუშაოების 80%-მდე უკვე დასრულებული აქვს.

„ოქროყანა რეზიდენსის განხორციელება 2022 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2024 წლის ბოლოს ვასრულებთ. თავად შენობა არის 4 სართულიანი და მთლიანი შენობა უკვე აშენებულია. პროექტით გათვალისწინებულია გარე აუზი და მინდა გითხრათ, რომ აუზიც უკვე ჩასხმულია. თავად შენობაში ტიხრები უკვე დასრულებულია და უკვე კარ-ფანჯრებს და ვიტრაჟების ჩასმას ვიწყეთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულებას კი თებერვლის ბოლომდე მოვახდენთ.

სამუშაოების 80%-მდე უკვე დასრულებული გვაქვს. მფლობელებს ქონება მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება და ამიტომ მალე შავი კარკასის მწვანე კარკასის მდგომარეობამდე მიყვანას დავიწყებთ. 

არსებული აპარტამენტებიდან 20-მდე აპარტამენტი დარჩება კომპანიას და გაქირავდება როგორც სასტუმრო, დანარჩენი კი იყიდება საინვესტიციოდ. ანუ მომხმარებელი, რომელიც აპარტამენტებს შეიძენს შემდეგ მის გაქირავებას მოახდენს. 

მომხმარებელს გაქირავებისას ექნება არჩევანის უფლება, შეუძლიათ აირჩიონ „ოქროყანა რეზიდენსის“ მომსახურება, ან თავად უზრუნველყონ გაქირავებაც და შესაბამისი მენეჯმენტიც. თუმცა ჩვენ, კომპანია მათ გაქირავების სერვისს ვთავაზობთ. 

ჩვენი მხრიდან რა სერვისებსაც ვთავაზობთ არის კიდევ: 24 საათიანი  კონსიერჟი და დაცვა, კამერები, თავისთავად აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, სპა-მასაჟის სივრცე, კვების ობიექტი.

აპარტამენტების 70%-ი უკვე გაყიდულია. ყველა მყიდველი არის საქართველოს მოქალაქე. ჯერჯერობით ჩვენთან აპარტამენტები უცხოელებს არ შეუძენიათ“, - აღნიშნა „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა.

ნანა ალავიძის თქმით, ამ ეტაპზე მოქმედებს საახალწლო აქცია, რომელიც თვის ბოლომდე გრძელდება და ერთიანი გადახდის შემთხვევაში 1 კვ/მ-ის ფასი იწყება 2100 დოლარიდან, ხოლო განვადების შემთხვევაში 2300 დოლარიდან და მაქსიმუმი არის 2600 დოლარი. 

მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შიდა განვადებითაც.

„ფასი არის საკმაოდ მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჟღერს 2100 დოლარი, მაგრამ დღეს რეალურად ოქროყანაში მსგავსი საშუალო ფასებია. თან ჩვენი პროექტი უკვე სრულდება, მაშინ როდესაც იგივე ფასი აქვს სხვა მიმდინარე პროექტებს, რომელიც შეიძლება 2025 წელს სრულდებოდეს. სერვისები, რასაც ოქროყანა რეზიდენსი თავის მომხმარებლებს სთავაზობს მსგავსი სერვისები ჯერჯერობით ოქროყანაში არ არის. შესაძლოა აუზი სხვა რომელიმე პროექტსაც ჰქონდეს, მაგრამ სრული პაკეტი იმ მომსახურებისა რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჯერჯერობით არავის აქვს“- განაცხადა  კომპანია „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნანა ალავიძემ.

ოქროყანა რეზიდენსის პროექტი წარმოადგენს პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და თბილისის ხედებით. მისი ადგილის უპირატესობაა: სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, გაშლილი სივრცე და ხედები, ქალაქთან ახლოს თავისუფლებიდან 7 წუთში, ასევე 700მ ბომბორას პარკამდე. პროექტი ქმნით ყველა პირობას, რომ მაცხოვრებლებმა შეძლონ იცხოვრონ, გაერთონ და განიტვირთონ კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

ოქროყანა რეზიდენსი შენდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებითა და ევროპული სამშენებლო სტანდარტების დაცვით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა