მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ONEX-ი თბილისის მასშტაბით “ნიკორას” სუპერმარკეტებში Locker-ების განთავსებას განაგრძობს

news image
mbc image

საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX-ი თბილისის მასშტაბით Locker-ების განთავსებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში „ნიკორას“ ქსელში კიდევ დალატებითი ლოქერების დამონტაჟებას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საოპერაციო დირექტორმა მარიამ ბექაურმა განაცხადა, Locker-ების პროექტი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს დამოთხოვნაც მზარდია. 

„Locker-ების პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვეა რაც დავიწყეთ და ამჟამად თბილისის 6 მთავარ უბანში გაქვს განთავსებული. სამომავლოდ აქტიურად იგეგმება ლოქერების რაოდენობსი გაზრდა, როგორც თვიბილისში, ასევე რეგიონებშიც.  ამჟამად მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილნი, რეგიონებში კი საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ შეუძლიათ ამანათების გატანა ჩვენს მომხმარებლებს.

Locker-ის უპირატესობა არის ის, რომ განთავსებულია სუპერმარკეტებში. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ „ნიკორასთან“ და Locker-ები „ნიკორას“ და „ლიბრეს“ ფილიალებშია განთავსებული, ფუნქციონირებს 24/7-ზე და საკმაოდ მოხერხებული სერვისია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან ამანათის აღება შეუძლიათ სასურველ დროს და კომფორტული ადგილიდან. ლოქერებიდან ნივთებს გატანაზე ჩვენს მომხმარებლებში მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ლოქერების მომსახურებას სრულიად უფასოდ სთავაზობს - აღნიშნა მარიამ ბექაურმა.

ONEX-ის საოპერაციო დირექტორის განმარტებით, კომპანია  E-commerce-ს განვითარების მიმართულებით მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე გლობალურ პლატფორმასთან აწარმოებს.

„საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ONEX არის ყველაზე მზარდი ელ-კომერციის პლატფორმის TEMU და IHERB-ის პირდაპირი მიწოდების ოფიციალური კომპანია საქართველოში. შესაბამისად Onex-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეუკვეთონ Temu-დან და IHerb-დან და პროდუქცია მიიღონ პირდაპირ საქართველოში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ E-commerce-ს მიმართულებით საერთაშორისოპარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი შემოყვანა საქართველოს ბაზარზე.  ამდროისათვის ONEX-ი რამდენიმე გლობალურ E-commerce-ს პლატფორმასთან აწარმოებსდა  ამ მიმართულებით სიახლეებსაც ძალიან მალე დავაანონსებთ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს საქართველოში პირდაპირი მოწოდება რაც მომხმარებელს დაუზოგავს დროსა და ფინანსებს - აღნიშნა მარიამ ბექაურმა.

დღეისათვის თბილისის მასშტაბით ONEX-ის Locker-ებიდან ნივთების გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:

  • საბურთალო, თავხელიძის ქუჩა N1
  • ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა N90
  •  ჩუღურეთი, მარჯანიშვილის ქუჩა N26
  •  ისანი, აწყურის ქუჩა N47
  • ვარკეთილი, შუამთის ქუჩა N12
  • დიდი დიღომი მირიან მეფის ქუჩა N84

 

კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-სთან დაამ პარტნიორობის ფარგლებში ONEX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთები Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ გაიტანონ.
ONEX-
ის მომხმარებლისთვის სერვისის შეკვეთა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს Delivo-ს სასურველ/უახლოესს სერვის ცენტრს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთავარი ქალაქებისა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით, შეკვეთის მიღებას კი უმოკლეს დროში შერჩეული ფილიალიდან სრულიად უფასოდ შეძლებს.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა