ონლაინ რეალიზაციიდან ქსელურ მარკეტებამდე - ეკოლოგიურად სუფთა წყალი Mineral-ი, საქართველოს ქსელურ მარკეტებშია
ინოვაციური პროდუქტი, რომლის წარმოება კომპანია MineralGroup-მა 2021 წელს დაიწყო, სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ პარტნიორ მაღაზიებსა და „ვეი მარტის“ ფილიალებში შეგხვდებათ.
MineralGroup-ის მიერ წარმოებული წყალი ორიგინალური შეფუთვით გამოირჩევა და არა ტრადიციულად ბოთლის, არამედ ჭიქის სახითაა წარმოდგენილი.
კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზაურ ლაცაბიძე Bussines Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ MineralGroup-ი პროდუქტის რეალიზაციის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქტს, ფაქტობრივად, ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, რამაც განაპირობა მომხმარებლების და კომპანიების მხრიდან ინტერესი. ჭიქა წყალი Mineral კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ამით ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგიაა. სწორედ ამიტომ, შეფუთვა, რომელსაც ვიყენებთ, დაახლოებით, ბოთლის თავსახურის წონისა. დიდი გეგმები გვაქვს და მოლაპარაკებებიც აქტიურ ფაზაშია“- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
სამომავლოდ Minrealgroup-ი ეკომეგობრული პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
კომპანია წყალს 200 და 250 გრამიან ჭურჭელში ასხამს, რომელიც ეკომეგობრულია, რადგანაც მასში პლასტმასის შემცველობა, ბოთლთან შედარებით, 5-ჯერ ნაკლებია.
საწარმოში ამ დროისათვის 17-18 ადამიანია დასაქმებული. Mineralgroup-ის დამფუძნებლის თქმით, საწარმოს 1 მლნ ჭიქა წყლის წარმოება შეუძლია.
წყალს ბორჯომის ხეობის დასაწყისში 87 მეტრიანი ჭაბურღილიდან მოიპოვებენ, ტექნიკური დამუშავებით კი, იმ გემოვნურ თვისებებს და მინერალებს უნარჩუნებენ, რაც მას ბუნებრივად აქვს. წარმოება ევროპული სტანდარტის საწარმოში, უახლესი მანქანა-დანადგარები ხდება, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ცხრამუხაში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.