მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

news image
mbc image

ბაზისბანკის სპონსორობით, 11 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის მასშტაბურ საოპერო გალას უმასპინძლებს.

“Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” გამორჩეული კულტურული პროექტია, რომელიც გააერთიანებს საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზს.

საღამოს თანაავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე - მათ პირველ შეხვედრაზე, მეგობრობაზე, სცენურ წარმატებებზე, განშორებასა და იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ კულტურას დაუტოვეს.

საოპერო გალას სპეციალური სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომლის საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს უკავშირდება.

პროექტი “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს. გააცოცხლებს ეპოქას, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.

ბაზისბანკი აქტიურად დგას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროში გამორჩეული ინიციატივების პოპულარიზაციის გვერდით და მხარს უჭერს სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ქართულმა შემოქმედებამ ახალი ასპარეზი და აღიარება ჰპოვოს.

„Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“ ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილის“ პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი სს „საქორგგაზი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

07.09.2026.11:00

სებ-მა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - სს „საქორგგაზი“ 10 000 ლარით დააჯარიმა, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი - სს „საქორგგაზი“ (ს/ნ: 208147637) „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 10 000 (ათი ათასი) ლარით დააჯარიმა.

,,აღნიშნული სანქცია გამოიცა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, ასევე, „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს.

საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი. სს "საქორგგაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას.

სს „საქორგგაზი" მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის განაწილებას უზრუნველყოფს. ასევე კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას, მათ შორის კაპიტალურ და საექსპლუატაციო სამუშაოებს, აღრიცხვის კვანძების მოწესრიგებასა და ახალი უბნების გაზიფიცირებას.

კომპანია  სააქციო საზოგადოებად სს „საქორგგაზი" რეგისტრირებულ იქნა 1996 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოს ქალაქებისა და  სოფლების გაზიფიცირება წარმოადგენდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში, კომპანიამ ასობით დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განახორციელა და გაზის მილსადენის სისტემებზე, პირველად საქართველოში, გაზის გამანაწილებელი ავტომატური სადგურები დაამონტაჟა.

2013 წლის დეკემბერში განხორციელდა სს „საქორგგაზი"-ს რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც კომპანიას შეერწყა 10 განაწილების ლიცენზიის მქონე (გაზის  სადისტრიბუციო) კომპანია. ამჟამად სს „საქორგგაზი" ერთ-ერთი მსხვილი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია საქართველოში. დღეისათვის, კომპანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, 295 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.

სს „საქორგგაზი" 2014 წლიდან ფლობს ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2017 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა