ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზია SANI კომპანიის უპირატესობებზე
კომპანია 30 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მისი მომხმარებელის რაოდენობა მზარდია.
„30 წელიწადია, რაც ბაზარზე ვართ და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონია კავშირი აბსოლუტურად ყველა ოპტიკასთან, დიდი ბრენდებიდან დაწყეული, საშუალო ბრენდებით დამთავრებული. ეხლა აღარ გვაქვს კავშირი, რადგან საცალო მიმართულებაზე ვკონცენტრირდით. ჩვენ ყოველთვის სრულყოფილად ვაწვდით მომხმარებელს ინფორმაციას. წინასწარ ვუთანხმებთ დეტალებს და მათი თანხმობის შემდეგ ვაკეთებთ სათვალის შეკვეთას. ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შემოვიტანოთ და გავაცნოთ მომხმარებლებს განსხვავებული ბრენდები, მინიმალურ ღირებულებაში. ასევე, ვარჩევთ ისეთ სათვალეებს, რასაც არ აქვს რეპლიკა და სულ რამოდენიმე ცალი შემოდის თითოეული მოდელი. ძალიან ინდივიდუალურად, სათითაოდ ვარჩევთ პროდუქციას. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლებს და შევთავაზოთ მაღალი ხარისხი. გამუდმებით, სიახლეების ძიებაში ვართ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.
კომპანიის ასორტიმენტში ხშირია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ნაწარმოები სათვალეები, განსაკუთრებით საბავშვო ხაზში.
„მსოფლიოს გარშემო, სადაც კი იწარმოება სათვალე და სათვალის მინა ყველა ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ. დაწყებული ინოეთიდან, კორეა, ჩინეთი , იაპონია, ასევე ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი და სხვა. აქტიურად, ვცდილობთ შემოვიტანოთ ბიო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. განსაკუთრებით, ბავშვის სათვალეები, რომელიც გვაქვს ჩვენს მაღაზიებში. ეს არის სრულიად უსაფრთხო, იგივე მასალით ნაწარმოები სათვალეები, თურქული და შვეიცარული წარმოების. გამოირჩევა ანტიალერგიულობით. ჩვენი მიზანია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.
"სანი" მომხმარებლებს სთავაზობს, ოპტიკურ მომსახურებასა და საცალო გაყიდვებს, რაც მოიცავს ინვენტარს ოფთალმოლოგიური კლინიკებისა და სათვალის მაღაზიებისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.