მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Orange-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ - გიორგი რამიშვილი

news image
mbc image

Orange-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, - ამის შესახებ სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, სილქნეტი Orange-სთან ალიანსის ფარგლებში მომხმარებელს მალე ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს შესთავაზებს.

 „მოხარული ვარ, რომ სილქნეტსა და ევროპულ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Orange-ს შორის ათ წელიწადზე მეტი ხნის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ ალიანსში, რომელიც აღნიშნავს ახალ ეტაპს სილქნეტის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ სილქნეტის სტრატეგიული ალიანსი ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ კონგლომერატთან, როგორიცაა Orange, შემოიტანს უმაღლეს ხარისხს და ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს, როგორც ქართულ, ასევე რეგიონულ სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე“. - განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

პარიზში,  გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სილქნეტს  და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სილქნეტს მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით.

პარტნიორობის ფარგლებში სილქნეტი მიიღებს წვდომას სატელეკომუნიკაციო და ციფრულ სექტორში Orange-ის მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც უკვე ათწლეულებია ლიდერობს ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბით და  ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.

 აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იურიდიული პირებისთვის თანამედროვე ციფრულ მომსახურებებს (B2B ICT სერვისები) - ღრუბლოვანი მომსახურება, კიბერუსაფრთხოება, მართული მომსახურება (managed services) და ა.შ. - და დაეხმარება საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს. 

Orange, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრების აღიარებული ლიდერი, აღმოუჩენს სილქნეტს სრულ საოპერაციო მხარდაჭერას, როგორც საკუთარი ცოდნის გაზიარების, ასევე, თავის სპეციალისტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირების მეშვეობით, რაც აუცილებელია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ფიზიკური პირების მომსახურების სფეროში Orange-ის სერვისების და პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე წვდომა, ასევე მოიცავს, მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენებას, რაც სატელეკომუნიკაციო სივრცის შემდგომ განვითარებას ემსახურება. 

სილქნეტი და Orange გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით სილქნეტის აბონენტებისთვის მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა