Orbi City Mall-ის დიზაინზე საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor მუშაობს
Orbi City Mall-ის დიზაინზე საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor მუშაობს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ბათუმის გულში შექმნის ახალ ურბანულ სივრცეს, სადაც ORBI City გააერთიანებს საცხოვრებელ, ბიზნეს, დასასვენებელ და გასართობ ზონებს. სივრცე მოიცავს 16,000 მ²-ზე მეტ მწვანე ტერიტორიას და 26,000 მ²-ზე მეტ საპარკინგე ზონას, რაც უზრუნველყოფს როგორც სტუმრების, ისე მაცხოვრებლების კომფორტულ გადაადგილებასა და მომსახურებას.
Chapman Taylor არის საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი პროექტი აქვს განხორცილებელი, მათ შორის: ვარშავის სოლიდარობის სატრანსპორტო ჰაბი, მანჩესტერის მასშტაბური კომერციული და საცხოვრებელი ცენტრი Media City და სხვა.
ამჟამად Chapman Taylor-ი Orbi City Mall-ის პროექტის კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც ბათუმის ახალი საერთაშორისო ტურისტული ჰაბი გახდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.