მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

Pangolini Kids-ი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციებს აძლიერებს - რა გეგმები აქვს ბრენდს

news image
mbc image

Pangolini Kids-ი ახალი სეზონისთვის ემზადება და პარალელურად საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. მიმდინარე სიახლეების, საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების დინამიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს, ანუკა ქორქიასა და სალომე ნიკვაშვილს ესაუბრა.

როგორია Pangolini Kids-ის მიმდინარე სიახლეები?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალ კოლექციებზე, რომლებიც მალე იქნება წარმოდგენილი. პარალელურად ვგეგმავთ ახალ კამპანიებსა და ფოტოგადაღებებს, რათა ჩვენი ახალი სეზონი საინტერესო კონცეფციით წარვადგინოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კოლექცია იყოს განსხვავებული და განსაკუთრებული.

როგორ აფასებთ ბრენდის განვითარების დინამიკას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?

ბრენდი სტაბილურად ვითარდება, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე უფრო სწრაფად მოხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

საქართველოშიც ცნობადობის და სანდოობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იმატა მოთხოვნამ და გაყიდვებმა. ეს ყველაფერი კი გვმატებს თავდაჯერებულობას და გვაძლევს დიდ მოტივაციას.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? გეგმავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ან ბრენდის გაფართოებას?

დიახ, წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გველოდება. ვემზადებით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის, სადაც ჩვენს ახალ კოლექციებს წარვადგენთ. აღნიშნულ გამოფენებზე ბაიერების დიდი უმრავლესობა მიზანმიმართულად სტუმრობს ჩვენს სტენდს. გაცნობით შეხვედრებზე კი ყველამ იცის ჩვენს შესახებ. მზაობის მიუხედავად ეს ყველაფერი მაინც დიდ ეიფორიას იწვევს ჩვენში. ასევე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის მულტიბრენდულ მაღაზიებთან, რაც ახალი ბაზრების ათვისებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია, Pangolini Kids ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი და საერთაშორისო ბაზარზე თავისი ადგილი კიდევ უფრო გაამყაროს.

ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე 2022 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, 100%-ით ბუნებრივი ქსოვილებისგან შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. ქსოვილების შეძენა ხდება კონკრეტული შემომტანის საშუალებით. მწარმოებელი ქვეყნებია იტალია და საფრანგეთი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აკაკი ჯინჭარაძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება

30.10.2026.20:43

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.

აკაკი ჯინჭარაძის სპორტული ისტორია ხერხემლის დაზიანების შემდეგ დაიწყო. ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით მან შეძლო მობილიზება, ვარჯიშის დაწყება და პარა ძალოსნობაში, +107 კგ წონით კატეგორიაში, საკუთარი ადგილის პოვნა.

„მინდა, მთელი მსოფლიოს წინაშე ვასახელო საქართველო“, თქვა მან 2015 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს სიტყვები დაპირებად იქცა, რომელიც აკაკიმ შეასრულა.

2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, აკაკიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს, ეგვიპტეში გამართულ მსოფლიო თასზე, ორი მედალი აიღო: ვერცხლი სამი მისვლის ჯამში, 737 კილოგრამით, და ბრინჯაო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, დაძლეული 250 კილოგრამით.

აკაკი ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი და რეკორდსმენია.
ასე აქცია აკაკი ჯინჭარაძემ 2015 წელს ნათქვამი სიტყვები რეალობად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველო მართლაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასახელა.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

ჩემპიონები მზად არიან.

ახლა ბრენდების ჯერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა