მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Paprika საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ორგანული ნედლეულით დამზადებული ქართული სანელებლების კომპანია Paprika, სამი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Paprika-ს დამფუძნებელს ინგა ზურაბიანს ესაუბრა. 
„თავიდანვე მიზანი იყო ექსპორტზე გასვლა. შესაბამისად, ავაწყვეთ ბრენდინგიც,  მაგრამ რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ პირველ წელს ქართული ბაზარზე შევსულიყავით. ამ სეგმენტში ეს პირველი პროექტია და შესაბამისად გაუთვალისწინებელი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას მიზნით ასე გადაწყდა, რაც წარმატებით განვახორციელეთ. მეორე წლის გეგმა იყო ექსპორტზე გასვლა და უკვე მეორე წლის ბოლოს 3 ევროპულ ქვეყანაში გავიტანეთ ექსპორტზე პროდუქცია. ესპანეთი, ლიეტუვა, პორტუგალია და წელს უკვე პოლონეთიც. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე შესვლისთვის. ეს ბერლინის გამოფენის შემდეგ მოვახერხეთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

Paprika, სამომავლოდ აქტიურად გეგმავს, როგორც ასორტიმენტის ზრდას, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც.

„ამ ეტაპზე 40 დასახელების საკმაზ-სანელებელი გვაქვს. მომავალ წელს ვგეგმავთ ასორტიმენტის ზრდასაც. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებს მიეკუთვნება გაფართოება, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ახალი ქვეყნების დამატება ჩვენს საექსპორტო პორტფელში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის გატანა ექსპორტზე. ასევე, სექტემბერში ვაპირებთ დავიწყოთ მუშაობა ესპანეთის ბაზარზე შესვლისთვის. მადრიდში ვიქნებით გამოფენაზე, საიდანაც მოწვევა უკვე  გვაქვს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქცია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ  ყველა საფეხურს გადის -  დაწყებული პროდუქტის გადარჩევიდან დამთავრებული  შეფუთვით. წარმოებისთვის გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა