პარაგრაფი შეკვეთილში, პარაგრაფის სასტუმროები თბილისში არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას - ირაკლი კობახიძე
პარაგრაფი შეკვეთილში, პარაგრაფის სასტუმროები თბილისში არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეკვეთილის პროექტი მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო.
„პარაგრაფი შეკვეთილში ან პარაგრაფის სასტუმროებს თბილისში, თავისთავად აქვს საქველმოქმედო შინაარსი. რომ ავიღოთ შეკვეთილის პროექტი, მთლიანად გურიისთვის, ამ რეგიონისთვის და შავი ზღვისპირა რეგიონისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაც მომხდარიყო. არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც მთლიანობაში ხელს უწყობს შესაბამისი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.