მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

პარიზი, საერთაშორისო პარტნიორობა და ინოვაციური ფორმულები - როგორ ვითარდება Piel Naturals, ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

news image
mbc image

ამ ეტაპზე კომპანიაში არსებული მთავარი სიახლეები ჩვენს ბოლო ვიზიტს უკავშირდება საფრანგეთში “, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Piel Naturals-ის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძე განუცხადა.

„სიახლეები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კომპანიაში, უკავშირდება ჩვენს ბოლო ვიზიტს საფრანგეთში. ვიმყოფებოდით პარიზში, სადაც გავიარეთ მასტერკლასები და ასევე შევხვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, იმ ბრენდებსა და მწარმოებლებს, რომლებიც ჩვენი სხვადასხვა პროდუქტის მთავარი ინგრედიენტების მომწოდებლები არიან.

საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ჩვენი როზმარინის უსულფატო და უსილიკონო შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი და შრატი. სწორედ ფრანგული, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისა და ქართული როზმარინის კომბინაცია ქმნის ამ ფორმულის უნიკალურობას, რომელმაც უკვე წელიწადზე მეტია დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

პარიზში დამატებით გავიარეთ მასტერკლასები პარფიუმერიის მიმართულებითაც. დაახლოებით ორი წელია ვმუშაობთ საკუთარი პარფიუმის შექმნაზე და სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებოდით პარფიუმერულ ტრენინგებზე.

ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ახალ ფორმულებზეც მათ შორის დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულებით. მზადების პროცესშია BB კრემი, ტონალური კრემი და ასევე ტუჩსაცხი. ჩვენი პირველი ტუჩსაცხი აუცილებლად კლასიკური წითელი ფერის იქნება ისეთი, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ბრენდის გამორჩეულ ესთეტიკას.

დროის ნაწილში ზუსტად განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, როდის ჩაეშვება ეს პროდუქტები ასორტიმენტში. როგორც BB კრემის, ისე ტუჩსაცხის მიმართულებით ფორმულები პრაქტიკულად მზად გვაქვს, თუმცა ველოდებით იტალიურ ინგრედიენტებს. საუბარია ტუჩსაცხის მთავარ აქტიურ კომპონენტზე - ბუნებრივ და მცენარეულ ცვილზე, რომელიც ინოვაციური და რევოლუციური ინგრედიენტია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ წყლის კომპონენტსაც ითავსებს საკუთარ სტრუქტურაში.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფორმულაში დაგეგმილია ჰიალურონის მჟავის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს როგორც დამატენიანებელ, ისე მსუბუქ ლიფტინგ ეფექტს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს ფერსა და ვიზუალურ შედეგს.
ჩვენი ვარაუდით, პროდუქცია წლის ბოლომდე სრულად მზად იქნება “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის №1 ქართული პრემიუმ თავის მოვლის კოსმეტიკის ბრენდი, რომლის მთავარი ნიშა არის პარაბენების, პარაფინისა და სილიკონების გარეშე შექმნილი პროდუქცია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „პრიმო ელიტი“ ალდაგისგან - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე

26.10.2026.14:53

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდმა პრიმომ ავტოდაზღვევის მიმართულებით ახალიპროდუქტი - „პრიმო ელიტი“ წარადგინა. პროდუქტი სპეციალურად 5 წლამდე ავტომობილებისთვის შემუშავდადა უახლესი მოდელების მფლობელებს, როგორც ცენტრიდან შეძენილი, ისე იმპორტირებულიავტომობილებისთვის ექსკლუზიურ სადაზღვევო პირობებსა და გაფართოებულ დაფარვებს სთავაზობს.

სტანდარტული პრიმოსგან განსხვავებით, პრიმო ელიტი კიდევ უფრო მეტ დაფარვას, თითქმისგამონაკლისების გარეშე ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ პირობებსა და ბენეფიტებს ითვალისწინებს. სადაზღვევო შემთხვევის დროს პრიმო ელიტის მფლობელებს ავტომობილის აღდგენა ავტორიზებულ ანპრემიუმ სერვისცენტრებში შეეძლებათ, ხოლო თუ აღდგენა შეუძლებელია, ნაწილები ორიგინალი ნაწილებითშეიცვლება, დამატებითი ხარჯის გარეშე. 

გარდა ამისა, პრიმო ელიტი სხვა გაუმჯობესებულ პირობებსაც ითვალისწინებს: 

  • სადაზღვევო თანხა ყოველთვის სრულად აღდგება, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის ნაწილობრივიდაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო თანხა მომდევნო სადაზღვევო შემთხვევისას სრულად იქნებააღდგენილი; 
  • ავტომობილის სრული დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება  სადაზღვევო თანხის 110%-სგაუტოლდება;
  • უხეში გაუფრთხილებლობა დაიფარება ერთჯერადად, (პირობითად, სიჩქარის გაუთვალისწინებელიგადაჭარბებით, ღერძულა ხაზის ან BUSLANE-ის გადაკვეთით, ან შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზეგავლით გამოწვეული შემთხვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ შემთხვევას არ მოჰყოლია მესამე პირისდაზიანება);
  • დაფარული იქნება ავტომობლის დამატებითი კომპლექტაცია;
  • დაფარული იქნება საპატრულო პოლიციის ჯარიმა;  
  • დაფარული იქნება 21 წლამდე მძღოლების უფლებამოსილ მძღოლებში ჩამატება 
  • საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში (როდესაც მესამე პირიმონაწილეობს სადაზღვევო შემთხვევაში) იქნება საჭირო;
  • ექსტრა ბენეფიტები, როგორიცაა ფასდაკლებები პრმეიუმ ტრანსპორტირებაზე, უფასოდ რეცხვისვაუჩერები/ფასდაკლება რეცხვაზე, საბურავების შენახვაზე,  ავტომობილის მოვლის სერვისებზე, თავისმოვლისა და დასასვენებელ მომსახურებებზე. 

ავტომობილის აღდგენის სერვისის სრულყოფა ალდაგის მიერ ემსახურება მომხმარებლის სრულ კომფორტსდა მისი ავტომობილის ქარხნული გარანტიისა და ავტომობილის საბაზრო ღირებულების უპირობოშენარჩუნებას.

მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, პრიმო ელიტის მფლობელებსემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს: დოკუმენტაციის მომზადებიდან, საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სერვისცენტრშიტრანსპორტირებამდე. ამასთან, პაკეტი მოიცავს ყოველდღიური საჭიროების ასისტანს-სერვისებს: 24/7 მხარდაჭერას, ადგილზე საწვავის მიწოდებას, საბურავის შეცვლას, აკუმულატორის დატენვასა დაშემთხვევის დადგომისას ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით უზრუნველყოფას.

სტანდარტულ სადაზღვევო დაფარვებთან ერთად - რაც ავტოსაგზაო შემთხვევის, მესამე პირთამართლსაწინააღმდეგო ქმედების, ვანდალიზმის, ხანძრის, აფეთქებისა და სტიქიური მოვლენების შედეგადმიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, პრიმო ელიტი, ასევე ითვალისწინებს მესამე პირისადმიპასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას გაზრდილილიმიტებით.

“პრიმო ელიტის კონცეფცია სცდება კლასიკური დაზღვევის ჩარჩოებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნაპროდუქტი, რომელიც სპეციალურად 5 წლამდე ასაკის ავტომობილებზეა მორგებული - მიუხედავად იმისა, ავტომობილი ადგილობრივ ცენტრშია შეძენილი თუ ინდივიდუალურად შემოყვანილი. ეს არის ახალისტანდარტი ქართულ ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ავტომობილის მაღალი დონისუსაფრთხოებასა და მოვლას გაზრდილი ლიმიტებით, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ ლაიფსტაილზემორგებულ ექსკლუზიურ პრივილეგიებსა და სრულყოფილ კომფორტს“, - აცხადებენ ალდაგში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა